Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინაში ომში „სააღდგომო ზავი“ ოფიციალურად შევიდა ძალაში, ორიმე მხარეს არის დარღვევები

უკრაინელი ჯარისკაცებისთვის წმინდა მიქაელის ტაძარში კიევში 7 ათასი სააღდგომო ნამცხვარი აკურთხეს
უკრაინელი ჯარისკაცებისთვის წმინდა მიქაელის ტაძარში კიევში 7 ათასი სააღდგომო ნამცხვარი აკურთხეს

რუსეთსა და უკრაინის ფრონტზე „სააღდგომო ზავის“ ძალაში შესვლის შემდეგ ორივე მხრიდან გამოითქვა ბრალდებები დარღვევების შესახებ.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ „სააღდგომო ზავი“ 11 აპრილს მოსკოვის დროით 16:00 საათზე დაიწყებოდა და კვირა საღამოს დასრულდებოდა.
ზავი გულისხმობს საომარი მოქმედებებისა და სროლების სრულ შეწყვეტას.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ „სააღდგომო ზავის“ სარკისებური დაცვა მოხდება.
„სააღდგომო ზავის” ამოქმედების შემდეგ ორივე მხრიდან ისმის ბრალდებები მისი დარღვევის შესახებ.

უკრაინის არმიის თანახმად, რამდენიმე საათში აღინუსხა თითქმის 500 დარღვევა.

რუსეთის კურსკისა და ბელგოროდის რეგიონების ხელისუფლებამ დრონების მიერ განხორციელებული თავდასხმებისა და დაშავებულების შესახებ
განაცხადა.

საჰაერო თავდასხმის შესახებ განგაში გამოცხადდა უკრაინის ზაპოროჟიეს რეგიონში.

უკრაინულმა Telegram-არხმა Exilenova-მ ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით განაცხადა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება „ძირითადად, ფრონტის უმეტეს ნაწილში რეალურად მოქმედებს).

ორივე მხარე იღებს ზომებს საკუთარი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, პოზიციების გასამაგრებლად, ლოგისტიკის მოსაგვარებლად და დროებითი განლაგების პუნქტებისა და ტექნიკური აღჭურვილობის დაზვერვის მიზნით. ორივე მხარეს დაფრინავენ სადაზვერვო დრონები. ორივე მხარეს ხდება მათი ჩამოგდება.“

ფორუმი

XS
SM
MD
LG