Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრამპი აცხადებს, რომ მისთვის „არანაირი მნიშვნელობა“ არ აქვს, მიაღწევენ თუ არა ირანი და აშშ შეთანხმებას

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჟურნალისტებთან საუბრისას. ვაშინგტონი, 11 აპრილი, 2026 წელი
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჟურნალისტებთან საუბრისას. ვაშინგტონი, 11 აპრილი, 2026 წელი

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 11 აპრილს განაცხადა, რომ მას არ აწუხებს პაკისტანში აშშ-ირანის მოლაპარაკებების შედეგები და დარწმუნებით განაცხადა, რომ შეერთებული შტატები ომის შემდეგ წინ წავიდა.

„ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, მივაღწევთ თუ არა შეთანხმებას. და ეს იმიტომ, რომ ჩვენ გავიმარჯვეთ“, - განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს.

„ჩვენ ირანთან ძალიან ღრმა მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ. ჩვენ მიუხედავად ყველაფრისა გავიმარჯვებთ. ჩვენ ისინი სამხედრო თვალსაზრისით დავამარცხეთ“, - განაცხადა ტრამპმა.

ტრამპი ამ განცხადებას როცა აკეთებს, ვიცე-პრეზიდენტი ჯ.დ. ვენსი, ისლამაბადში, როგორც აშშ-ის დელეგაციის ხელმძღვანელი ირანთან მოლაპარაკებას აწარმოებს. იქ უკვე 12 აპრილს, გავრცელებული ცნობებით, ირანს, აშშ-სა და პაკისტანს შორის სამმხრივი მოლაპარაკებების ახალი რაუნდი დაიწყო.

აშშ-ის პრეზიდენტმა იქვე ჩინეთის მიმართ განაცხადა, რომ„დიდი პრობლემები“ შეექმნება, თუ ის ირანს იარაღს მიაწვდის.

ირანის რევოლუციური გვარდიის კორპუსი აცხადებს, რომ სამხედრო გემების მიერ ჰორმუზის სრუტეში ტრანზიტის ნებისმიერ მცდელობას „მკაცრი პასუხი“ მოჰყვება - იტყობინება ირანული მედია. ამავე ცნობით, კორპუსის მტკიცებით, ჰორმუზის სრუტეში ტრანზიტის უფლება მხოლოდ არასამხედრო გემებს აქვთ.


ფორუმი

XS
SM
MD
LG