Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თეირანი: სპარსეთის ყურის ბლოკირება განწირულია წარუმატებლობისთვის

ჰორმუზის სრუტე
ჰორმუზის სრუტე

ირანის უმაღლესმა სასულიერო ლიდერმა მოჯთაბა ხამენეიმ გაავრცელა მკვეთრი განცხადება, რომლის თანახმადაც, ირანი დაიცავს სპარსეთის ყურის რეგიონს.

განცხადების თანახმად, ირანი დაიცავს და აღმოფხვრის, როგორც ის უწოდებს, „მტრის მიერ საწყლოსნო მარშრუტის ექსპლუატაციას“, რაც არის რეაქცია აშშ-ის მიერ ირანის პორტებისკენ მიმავალი გემების ბლოკადაზე ჰორმუზის სრუტეში.

ხამენეი, რომლის განცხადებებიც იშვიათობაა, აცხადებს, რომ ირანელები ქვეყნის შიგნითაც და საზღვრებს მიღმაც დაიცავენ ქვეყნის საზღვაო, სახმელეთო და საჰაერო საზღვრებს.

56 წლის მოჯთაბა ხამენეი, მამის - აიათოლა ალი ხამენეის სიკვდილის შემდეგ, საჯაროდ არ გამოჩენილა. აშშ-ის მაღალჩინოსნები ფიქრობენ, რომ საჰაერო დარტყმებისას ის მძიმედ დაიჭრა.

ირანის პრეზიდენტმა 30 აპრილს განაცხადა, რომ აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკირება ეწინააღმდეგება რეგიონის ქვეყნების ინტერესებს და საბოლოოდ წარუმატებლობას განიცდის.

ფეზეშქიანის განცხადება მთავრობის სპიკერმა ფატემე მოჰაჯერანიმ წაიკითხა სპარსეთის ყურის დღის აღსანიშნავ შეხვედრაზე.

ფეზეშქიანი აცხადებს, რომ რეგიონის უსაფრთხოებას “აზრი მხოლოდ კოლექტიური თანამშრომლობისა და მისი სახელმწიფოების სუვერენიტეტისადმი ორმხრივი პატივისცემის პირობებში აქვს”.

“[სპარსეთის ყურეში] ბლოკადისა და ნაოსნობის შეზღუდვის ნებისმიერი მცდელობა ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალსა და რეგიონის ქვეყნების ინტერესებს, გლობალურ მშვიდობასა და სტაბილურობას და განწირულია წარუმატებლობისთვის”, - აცხადებს ირანის პრეზიდენტი.

აშშ-ის სამხედრო ძალებმა ირანის სანაოსნო ბლოკადა დაიწყეს 13 აპრილიდან, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ბრძანების საფუძველზე, მას შემდეგ, რაც ჩიხში შევიდა ირანი-აშშ-ის მოლაპარაკებები.

ირანმა ჰორმუზის სრუტე ჩაკეტა 28 თებერვალს აშშ-სა და ისრაელის მიერ ირანის წინააღმდეგ ომის დაწყების შემდეგ ყველა გემისთვის, გარდა მის მიერ ნებადართული გემებისა, რამაც ნავთობზე ფასების ზრდა გამოიწვია და გაამძაფრა შეშფოთება გლობალურ ეკონომიკაზე ომის ზეგავლენის გამო. ფასები მკვეთრად გაიზარდა ბენზინგასამართ სადგურებზეც.

ომის ფონზე ირანის ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით რეკორდულად გაუფასურდა. ერთი ამერიკული დოლარი 1 მილიონ 810 ათასი რიალი ღირს. ირანული მედიის თანახმად, ბოლო დღეებში ირანული რიალი თითქმის 15 პროცენტით გაუფასურდა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG