Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზელენსკი პარტნიორებს: ომი გრძელდება ყოველდღიურად და უსაფრთხოება საჭიროა ყოველდღე

30 აპრილს, დილით ქალაქ ოდესაზე დრონებით მასირებული შეტევის შედეგებსა და ოცამდე ადამიანის დაშავებაზე აცხადებდა ოდესის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაცია.
30 აპრილს, დილით ქალაქ ოდესაზე დრონებით მასირებული შეტევის შედეგებსა და ოცამდე ადამიანის დაშავებაზე აცხადებდა ოდესის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაცია.

“მხოლოდ გასულ ღამეს რუსეთმა 200-ზე მეტი დრონი გაუშვა უკრაინის წინააღმდეგ, უმრავლესობა “შაჰედებია” და ასევე ბალისტიკური რაკეტები”, - წერს ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის მიერ 29-30 აპრილის ღამით განხორციელებულ თავდასხმებზე.

მისი ინფორმაციით, დნიპროს საავადმყოფოებში, ქალაქზე რუსეთის მორიგი თავდასხმის შემდეგ, მკურნალობას გადის შვიდი ადამიანი. ხუთი ადამიანია ჰოსპიტალიზებული ოდესაში, რომელთაგან ორი კრიტიკულ მდგომარეობაშია. ერთი ადამიანი დაიჭრა ხარკოვის ოლქში. 30 აპრილის თავდასხმების შედეგად დაშავდა ათობით ადამიანი.

ზელენსკის თანახმად, 30 აპრილის დილიდან დაახლოებით დრონებით ოცდაათი თავდასხმა განხორციელდა:

“დარტყმები იყო სხვადასხვა ქალაქზე. ნიკოლაევის ოლქში დაარტყეს ენერგოქსელებს და ათასობით ოჯახი ელექტრომომარაგების გარეშე დარჩა. ოდესაში, თავდასხმები იყო საცხოვრებელ შენობებზე. დნიპროში გაანადგურეს ავტობუსი, საცხოვრებელი შენობა, მაღაზია და დაზიანდა მსუბუქი ავტომანქანები. თავდასხმის შედეგად დაზიანებებია ზაპოროჟიეში”.

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, მნიშვნელოვანია, უკრაინის “პარტნიორებს არ დაავიწყდეთ, რომ ეს ომი გრძელდება ყოველდღიურად და უსაფრთხოება საჭიროა ყოველდღე. რუსეთმა უნდა დაასრულოს ეს ომი და ამის უზრუნველყოფა მხოლოდ ზეწოლითაა შესაძლებელი. ზეწოლა არ უნდა შემცირდეს და სანქციებმა უნდა იმუშაოს”.

30 აპრილს, დილით ქალაქ ოდესაზე დრონებით მასირებული შეტევის შედეგებსა და ოცამდე ადამიანის დაშავებაზე აცხადებდა ოდესის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერჰი ლისაკი.

ფორუმი

XS
SM
MD
LG