Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დონალდ ტრამპის შემდეგ პეკინში ვლადიმერ პუტინი მიემგზავრება

კრემლმა დააანონსა ჩინეთში ვლადიმერ პუტინის ვიზიტი. გარეკანზე: ფოტოკოლაჟი
კრემლმა დააანონსა ჩინეთში ვლადიმერ პუტინის ვიზიტი. გარეკანზე: ფოტოკოლაჟი

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ჩინეთში ვიზიტისა და პრეზიდენტ სი ძინპინთან შეხვედრის შემდეგ, პეკინში ვიზიტს აანონსებს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი.

16 მაისის დილას კრემლის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყებული ინფორმაციის თანახმად, პუტინი პეკინს ეწვევა ტრამპის ვიზიტიდან ზუსტად ერთ კვირაში.

„19-20 მაისს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ოფიციალურ ვიზიტს გამართავს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში პრეზიდენტ სი ძინპინის მიწვევით“, - ნათქვამია განცხადებაში.

აქამდე კრემლი აცხადებდა, რომ ვიზიტი „ძალიან მალე“ გაიმართებოდა, თუმცა თარიღი დაზუსტებული არ ყოფილა.

პუტინსა და სის 40-ზე მეტი შეხვედრა აქვთ გამართული, - განსხვავებით აშშ-ისა და ჩინეთის პრეზიდენტების შეხვედრებისგან.

  • დონალდ ტრამპი 14 მაისს შეხვდა სი ძინპინს პეკინში. სახალხო კრების (პარლამენტის) შენობაში მოლაპარაკება დაახლოებით ორ საათს გაგრძელდა.
  • შეხვედრის წინ დონალდ ტრამპს საზეიმო დახვედრა მოუწყვეს. აშშ-ის პრეზიდენტს ჩინეთის დედაქალაქში სამხედრო პატივით დახვდნენ.
  • ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვანგ იმ 15 მაისს დაადასტურა, რომ პრეზიდენტი სი ძინპინი 2026 წლის შემოდგომაზე შეერთებული შტატების დედაქალაქს ეწვევა.
  • ეს იქნება ჩინეთის პრეზიდენტის პირველი ვიზიტი შეერთებულ შტატებში ბოლო 10 წლის განმავლობაში.

ფორუმი

XS
SM
MD
LG