მათივე ცნობით, დარტყმას უსაფრთხოებაზე გავლენა არ მოუხდენია.
IAEA-ს ხელმძღვანელმა, რაფაელ გროსიმ, შეშფოთება გამოთქვა: „სამხედრო აქტივობა, რომელიც საფრთხეს უქმნის ბირთვულ უსაფრთხოებას, მიუღებელია“.
ხანძარი ალ-დაფრას რეგიონში, ბარაკაჰის ატომური ელექტროსადგურის შიდა პერიმეტრის გარეთ, ელექტროგენერატორზე დრონის დარტყმის შედეგად გაჩნდა, იტყობინება აბუ-დაბის მედია სამსახური.
დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა, რადიაციის დონე უცვლელი დარჩა. ბირთვული რეგულირების ორგანომ დაადასტურა, რომ სადგურის ძირითადი სისტემები ნორმალურად მუშაობს.
განცხადებაში არ არის ნათქვამი, თუ ვინ იყო პასუხისმგებელი სავარაუდო დრონით თავდასხმაზე.
არაბთა გაერთიანებულმა საამიროებზე ირანის წინააღმდეგ აშშ-ისა და ისრაელის ომის დროს არაერთი თავდასხმა მოხდა. ხელისუფლების თქმით, მაშინდელი შეტევების უკან ირანი იდგა და სამიზნე ენერგეტიკული და საზღვაო ინფრასტრუქტურა იყო.
გაეროს ატომური ენერგეტიკის სააგენტომ (IAEA) კვირას გამოთქვა „სერიოზული შეშფოთება“ აბუ დაბიში ატომურ ელექტროსადგურთან თავდასხმის გამო.
სსააგენტომ განაცხადა, რომ მისმა ხელმძღვანელმა, რაფაელ გროსიმ, შეშფოთება გამოთქვა: „სამხედრო მოქმედება, რომელიც საფრთხეს უქმნის ბირთვულ უსაფრთხოებას, მიუღებელია“.
„IAEA-ს არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან აცნობეს, რომ ბარაკაჰის ატომურ ელექტროსადგურზე რადიაციის დონე ნორმალური რჩება და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა“, - განაცხადა სააგენტომ.
ფორუმი