15:03 - გიორგი წკრიალაშვილის ადვოკატი ზაზა მინდიაშვილი ამბობს, რომ „ბრალდების პოზიციას ვერ დაეთანხმებიან საფრთხეებსა და ბრალდებულების მაღალ რისკზე“.
მისი თქმით, წრკიალაშვილმა აღიარა დანაშაული, ითანამშრომლა გამოძიებასთან და მიაწოდა პროკურორებს დეტალური ინფორმაცია. ამიტომ, ადვოკატს მიაჩნია, რომ ის მოწმეებზე ზემოქმედებას ვერ მოახდენს, არ მიიმალება და გამოძიებას ხელს ვერ შეუშლის.
„იგი, როგორც პოლიციელი გაცნობიერებულია რას წარმოადგენს 333 მუხლი...ეს იცოდა იქამდე სანამ აღიარებით ჩვენებას მისცემდა...მიმალვასთან დაკავშირებით ოპერატიული ინფორმაცია წარმოდგენილი არ ყოფილა და ეს საფუძველი გაზვიადებულია ბრალდების მხარის მიერ...გარემოება, რომ მას ევალებოდა სხვა დაეცვა დანაშაულისგან და არა თავად ჩაედინა დანაშაული, არ ვეთანხმებით... წარედგინა მუხლი, სადაც ასახულია ყველაფერი და ეს ვერ იქნება კრიტერიუმი ყველაზე მკაცრი ღონისძიების გამოყენებისა. გირაო საკმარისი იქნება შემაკავებელი მიზნებისთვის, რაც კანონდებლობით გათვალისწინებულია“, - თქვა მან .
ის 5000-ლარიან გირაოს ითხოვს, თუმცა გამოთქვამს მზადყოფნას „თუ ვერ აკმაყოფილებს შემაკავებელ გარემოებებს, თავად განსაზღვროს თანხა და 20 დღიანი გადახდა განგვისაზღვრეთო“.
15:00 - საქმის პროკურორები მიხეილ ბერიაშვილი და ნინო ზურაბაშვილი არიან. ბრალდების მხარე პოლიციელების პატიმრობას ითხოვს.
პროკურორ ნინო ზურაბაშვილის ცნობით, სახეზეა მიმალვის, მტკიცებულებების განადგურების, განმეორებითი დანაშაულის ჩადენის საფრთხე.
„უბრალოდ გადამეტება არაა, ძალადობით გადამეტებაა, რამაც ადამიანების ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია“, - თქვა მან.
14:57 - მოსამართლემ წაიკითხა ბრალის დადგენილება, სადაც წერია, რომ პოლიციელებმა შეაჩერეს პაპუნა ლოცულაშვილი... სიტყვიერი შელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.... გოდერძიშვილმა დაარტყა რამდენჯერმე პაპუნა ლოცულაშვილს. წკრიალაშვილმა ფეხი დაარტყა ლოცულაშვილს და შემდეგ ხელი გაარტყა ლოცულაშვილის მეგობარს....
[ბრალის შინაარსი არასრულია - რ.თ. მოსამართლემ სწრაფად ჩაიკითხა ტექსტი და სხვა პოლიციელების როლზეც ისაუბრა].
14:53 - ბრალდებულების ვინაობა რადიო თავისუფლებამ გაარკვია.
ბრალდებულები:
ვლადიმერ გოდერძიშვილი დაბადებული 2004 წელს;
ვანიკო მისირელი, დაბადებული 2002 წელს;
გიორგი ზაკო წკრიალაშვილი დაბადებული 1995 წელს
ალექსი ბადალოვი დაბადებული 1990 წელს
ბესო მალაციძე დაბადებული 1992 წელს
საბა წაველიძე დაბადებული 2006 წელს.
ფორუმი