15:21 - ვლადიმერ გოდერძიშვილის ადვოკატის, ივანე სამხარაძის თქმით, „როგორც მისთვისაა ცნობილი, გოდერძიშვილი ახლა სამედიცინო დაწესებულებაში იმყოფება და გადის მკურნალობას და მას მიყენებული უნდა ჰქონდეს დაზიანება აპოლონ [პაპუნა] ლოცულაშვილის მხრიდან, ამის შეფასებას და გამოძიებას პროკურატურა მოახდენს“.
15:21 - ვლადიმერ გოდერძიშვილის და ვანიკო მისერელის ადვოკატი, ივანე სამხარაძე ამბობს, რომ ორივე მისი დაცვის ქვეშ მყოფი თავს ცნობს დამნაშავედ და მოითხოვს გირაოს: 5000 ლარის ოდენობით. მისივე თქმით, მისერელი ადგილზე გამოძახებით მოგვიანებით მივიდა.
15:13 - პოლიციელ, ბესო მალაციძის ადვოკატიც არ ეთანხმება პატიმრობას. ის აღკვეთის ღონისძიების გამოყენების ზოგად საფუძვლებზე საუბრობს, არ გაუხმოვანებია ბრალდებულის პოზიცია, აღიარებასა თუ არაღიარებაზე.
ის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას მოითხოვს.
15:08 - პოლიციელ, საბა წაველიძის ადვოკატი, ზურა კაპანაძე ამბობს:
„მას არ აქვს ნასამართლეობა, არ არის შემჩნეული სამართალდარღვევებში, ის ცხოვრობს ოჯახთან და აქვს სოციალური კავშირები, 19 წლის პირი წარმოადგენს რეაბილიტაციის მაღალი შესაძლებლობის ახალგაზრდას და არა პირს, რომლის იზოლაცია აუცილებელია...რა ფაქტი არსებობს, რომ ბრალდებული მიიმალება? გამოცხადდა საგამოძიებოში, მისცა გამოძიებას ჩვენება, ითანამშრომლა, მხოლოდ ბრალდების სიმძიმე ვერ გახდება მიმალვის რისკის ავტომატური საფუძველი...პროკურატურას არ წარმოუდგენია ფაქტები, რომ ბრალდებულს შეუძლია მოწმეებზე გავლენა მოახდინოს, დაუსაბუთებელია ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე, არ აქვს კრიმინალური წარსული... არ არსებობს ინფორმაცია, რომ იგი დაკავშირებულია დანაშაულებრივ ჯგუფებთან... წინასწარი პატიმრობა წარმოადგენს უკიდურეს ღონისძიებას...“.
ადვოკატი მოითხოვს, ელექტროსამაჯურს, შინაპატიმრობას და ალტერნატიულ ღონისძიებებს, პოლიციაში გამოცხადების ვალდებულებით.
ფორუმი