15:47 - მოსამართლე გერმანე დადეშქელიანმა ადგილზე თათბირით გადაწყვიტა და ექვსივე პოლიციელს პატიმრობა შეუფარდა.
15:47 - ძალადობით უფლებამოსილების გადამეტებაში ბრალდებული პოლიციელების წინასასამართლო განხილვა 24 ივლისს ჩაინიშნა.
15:37 - მხარეების რეპლიკების ეტაპზე არიან. პროკურორი მიხეილ ბერიაშვილი ამბობს, რომ „აქვთ ვიდეომასალა, რომელიც შავით თეთრზე ადასტურებს ყველაფერს“. ის ამბობს, რომ ადგილზე საპატრულოს ფორმაში ჩაცმული ორი თანამშრომელია და „ორივე ძალადობს დაზარალებულზე“.
„ექვსივე ბრალდებულის წინააღმდეგ არის პირდაპირი მტკიცებულებები, რომელიც ბრალეულობას ადასტურებს“, - აცხადებს პროკურორი და ამატებს:
„ეს ჩვეულებრივი საქმე არაა, ბრალდებულები პოლიციის თანამშრომლები არიან, გარდა დაკავებულისა იქ სხვა პირებიც ფიგურირებენ, ისინი ყველა ერთმანეთს იცნობენ ყველა ერთმანეთის კოლეგაა.. მიმდინარეობს მათი დადგენის ღონისძიებები. 6 ბრალდებულიდან 4 საკუთარ ქმედებებზე უთითებს და იმასაც არასწორად უთითებს, ბრალდების მიერ მოპოვებული მტკიცებულებების მიხედვით....არათუ ითანამშრომლეს, არამედ არ ითანამშრომლეს, რომ ეთანამშრომლათ, სხვა პირებიც გამოკვეთილი იქნებოდა, ნუ ნაწილი გამოკვეთილია, ნაწილი გამოიკვეთება, ადგილი ჰქონდა მათი მხრიდან გამოძიების შეცდომაში შეყვანას...“
15:25 - ალექსი ბადალოვის ადვოკატი, ლაშა ცინცაძე ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის წინააღმდეგ საქმეში არის ლაშა აბისონაშვილის გამოკითხვის ოქმი.
„ არც ერთ პუნქტში არ მიუთითებს აბისონაშვილი ბადალოვზე, როგორც ძალადობის განმახორციელებელ პირზე“, - ამბობს ადვოკატი. მისივე თქმით, ბადალოვის ცნობა და დადგენა იძალადა თუ არა მან ვინმეზე, მარტივია, რადგან ვიდეოში მას პატრულის წარწერიანი სპეცსამოსი აცვია.
ადვოკატის თქმით, გამოძიებას არ ჰყავს გამოკითხული პაპუნა ლოცულაშვილი.
„სიჩქარეში პროკურატურამ ბადალოვის წინააღმდეგ ვერც ერთი მტკიცებულება მოიპოვა“, - ამბობს ის და ამატებს: „რჩება ერთადერთი მტკიცებულება, ვიდეოჩანაწერი, სადაც ბადალოვის მხრიდან რაიმე უკანონო ქმედება, მათ შორის ძალადობრივი გამორიცხულია... ბრალდების დადგენილება ბუნდოვანია, „ნაცვლად იმისა რომ ბადალოვს კანონის შესაბამისად ემოქმედა გადაამეტა უფლებამოსილებას და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ლოცულაშვილს“. წარმოვიდგინოთ გარემოება, დაზარალებულ პირებთან მას პირველადი კონტაქტი არ გააჩნია, ის შემთხვევის ადგილზე მიდის მას შემდეგ, რაც კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები დახმარებას ითხოვენ დაკავების მიზნით. ადგილზე მათ ხვდებათ ინფორმაცია, რომ დამნაშავეა დასაკავებელი, სხვა ახსნა-განმარტებას არ აძლევს არავინ...საყურადღებოა, რომ ბადალოვი აწვდის კრიმინალური პოლიციის თანამშრომელს ხელბორკილს, თუ ბადალოვი კონკრეტული პირის საცემად მივიდა, მაშინ ბორკილი რატომ მიაწოდა? ჩნდება კითხვები, რაზეც პასუხი გაცემული არაა, იჩქარა ბრალდების მხარემ“, - თქვა მან.
ადვოკატი მოითხოვს ალექსი ბადალოვი დარჩეს აღკვეთის ღონისძიების გარეშე.
ფორუმი