Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ მხარს უჭერს სომხეთის უფლებას, თავად განსაზღვროს საკუთარი მომავალი - სახელმწიფო დეპარტამენტი არჩევნებამდე 2 დღით ადრე

გარეკანზე: აშშ-ის სახელმწიფო მარკო რუბიო და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი
გარეკანზე: აშშ-ის სახელმწიფო მარკო რუბიო და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი

აშშ მხარს უჭერს „სომხეთის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და დამოუკიდებლობას, მათ შორის სომხეთის უფლებას, განსაზღვროს თავისი საგარეო პოლიტიკა და ურთიერთობები“, - განუცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა რადიო თავისუფლებასთან ექსკლუზიურ კომენტარში.

5 ივნისს, 7 ივნისის საპარლამენტო არჩევნებამდე ორი დღით ადრე, არჩევნებში უცხოური ჩარევის შესახებ ცნობების შესახებ რადიო თავისუფლების კითხვებზე პასუხის გაცემისას, სახელმწიფო დეპარტამენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მხოლოდ სომხეთის მოქალაქეებმა უნდა განსაზღვრონ სომხეთის პოლიტიკური მომავალი.

„ჩვენთვის ცნობილია მედიაში გავრცელებული ინფორმაცია სომხეთის პოლიტიკურ პროცესებში უცხოური ჩარევის შესახებ. სომხეთის ხალხს აქვს უფლება აირჩიოს საკუთარი მმართველობა და თავად განსაზღვროს საკუთარი მომავალი“, - განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ასევე ხაზი გაუსვა ერევანსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობების გაღრმავებისა და TRIPP პროექტის მნიშვნელობას, რომლის ჩარჩო ხელშეკრულებასაც ახლახანს მოეწერა ხელი.

„როგორც სახელმწიფო მდივნის ერევანში ბოლო ვიზიტი აჩვენებს, TRIPP-ს სომხეთსა და სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და კეთილდღეობის დამყარების კუთხით გადამწყვეტი და გრძელვადიანი მნიშვნელობა აქვს“, - განუცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა რადიო თავისუფლებას.

  • 7 ივნისს სომხეთში გაიმართება საპარლამენტო არჩევნები;
  • არჩევნებამდე და ერევნის ევროკავშირთან დაახლოების შესახებ განცხადებების შემდეგ, რუსეთის ხელისუფლება პოლიტიკურ და ეკონომიკურ ზეწოლას ახდენს სომხეთის მთავრობაზე.
  • რუსეთი აკრიტიკებს სომხეთის მთავრობას ევროკავშირთან დაახლოების კურსის გამო და მოითხოვს არჩევანის გაკეთებას ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირსა და ევროპულ ინტეგრაციას შორის.
  • უკანასკნელი კვირების განმავლობაში მოსკოვმა შეზღუდვები დააწესა სომხური საქონლის იმპორტზე, ხოლო ევროკავშირმა განაცხადა, რომ რუსეთის მხრიდან ეკონომიკური ზეწოლის საპასუხოდ სომხეთს 50 მილიონ ევროზე მეტ დახმარებას გამოუყოფს.


  • დამატებითი დაძაბულობა გამოიწვია მილიარდერი ბიზნესმენის, შინაპატიმრობაში მყოფი სამველ კარაპეტიანის საკითხმა:
  • მოსკოვში ფაშინიანთან შეხვედრისას აპრილის დასაწყისში ვლადიმერ პუტინმა კარაპეტიანს [დასახელების გარეშე] მხარდაჭერა გამოუცხადა, რაზე პასუხადაც ფაშინიანმა ხაზი გაუსვა, რომ რუსეთის მოქალაქეობის მქონე პირი სომხეთის პრემიერ-მინისტრი ან დეპუტატი ვერ გახდება.
  • ამასთან, არჩევნებამდე კვირა-ნახევრით ადრე, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საჯაროდ გამოხატა მხარდაჭერა ფაშინიანის მიმართ.

ფორუმი

XS
SM
MD
LG