7 ივნისის მარში უკავშირდებოდა გორში პოლიციელთა ჯგუფურ ძალადობას მოქალაქეებზე, 13 ივნისისა კი - 2022 წლის შემთხვევას, რის გამოც 2026 წელს მისცეს პასუხისგებაში სამი პოლიციელი.
მსვლელობის მონაწილეები ამჯერადაც ეხმაურებიან პოლიციელების მხრიდან ძალადობას - აპროტესტებს წამებასა და არაადამიანურ მოპყრობას და მიუთითებენ, რომ მგსავსი ბევრი შემთხვევა დაგროვდა საიმისოდ, რომ სისტემურ პრობლემად არ ჩაითვალოს.
რას მოჰყვა 13 ივნისის პროტესტი
ტელეკომპანია „პირველმა“ 12 ივნისს 22:50 საათზე გამოაქვეყნა საავტორო გადაცემის, „ნოდარ მელაძის შაბათის“ 13 ივნისის გამოშვების ანონსი.
დაახლოებით 2-წუთიან ანონსში ჩანს ახალგაზრდებზე პოლიციის უნიფორმაში გამოწყობილ პოლიციელთა მიერ გამეტებით ცემა.
ჟურნალისტის ცნობით, კადრებში ასახული ძალადობა ემსახურებოდა შსს-ს თანამშრომელთა მიერ სასურველი ჩვენების მოპოვებას.
„ტვ პირველის“ თანახმად, კადრებს პოლიციელები იღებდნენ.
შსს-ს განცხადებით, ეს დანაშაული 2026 წლის თებერვალში გამოავლინა შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ, „საიდანაც გადაგზავნილი მასალების საფუძველზე დაიწყო გამოძიება“.
უწყების თანახმად, 2026 წლის 23 თებერვალს პროკურატურამ სამივე პოლიციელი დააკავა.
პროკურატურაშიც განაცხადეს, რომ „საქმე ეხება 2022 წელს მომხდარ დანაშაულს და დანაშაულის ჩამდენი სამივე პოლიციელი დაკავებულია.
თუმცა ადამიანის უფლებათა დამცველები ამბობენ, რომ არაერთი შეკითხვა რჩება სახელმწიფო სტრუქტურების მიმართ, მათ შორის ძირითადი: რატომ დასჭირდა 4 წლამდე დრო დანაშაულის გამოვლენას.
შაბათის მარშების ტრადიცია უწყვეტ პროტესტში ჩართულმა მოქალაქეებმა bbc-ის საგამოძიებო ფილმის პასუხად დააწესეს;
პირველი ერთი თვის განმავლობაში ამ მსვლელობით ისინი ითხოვდნენ დამოუკიდებელ საერთაშორისო გამოძიებას იმის დასადგენად, გამოიყენა თუ არა "ქართულმა ოცნებამ" ათიათასობით დემონსტრანტის წინააღმდეგ ქიმიური იარაღი, - რასაც ხელისუფლება „დეზინფორმაციას“ უწოდებს.
მომდევნო თვეებში მარშების თემატიკა მრავალფეროვანი გახდა - ის ყველაზე ხშირად პოლიტიკურ პატიმრებად მიჩნეული ასზე მეტი ადამიანის მხარდასაჭერად ტარდება, ზოგჯერ კი მიმდინარე აქტუალურ პოლიტიკურ თემებს ეხმაურება.
უწყვეტი საპროტესტო აქციები კი დაიწყო საპარლამენტო არჩევნებიდან ერთ თვეში, 2024 წლის 28 ნოემბერს, როდესაც “ქართული ოცნების” ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ კანდიდატის სტატუსის მქონე საქართველო ევროკავშირში გაწევრებისთვის აუცილებელ შემდეგ ნაბიჯის გადადგმას [გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყება] დღის წესრიგიდან ხსნიდა - 2028 წლის ბოლომდე.
ფორუმი