Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტი ზელენსკი აშშ-ში ჩავიდა

უკრაინის და აშშ-ის პრეზიდენტების, ვოლოდიმირ ზელენსკის და დონალდ ტრამპის წინა შეხვედრა 2026 წლის 8 ივლისს გაიმართა ანკარაში, ნატოს სამიტის ფარგლებში
უკრაინის და აშშ-ის პრეზიდენტების, ვოლოდიმირ ზელენსკის და დონალდ ტრამპის წინა შეხვედრა 2026 წლის 8 ივლისს გაიმართა ანკარაში, ნატოს სამიტის ფარგლებში

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ჩავიდა. 28 ივლისს ზელენსკი თეთრ სახლში შეხვდება პრეზიდენტ ტრამპს და მისი ადმინისტრაციის წარმომადგენლებს.

უკრაინის პრეზიდენტმა შეერთებულ შტატებში ჩასვლის შემდეგ სოციალურ ქსელებში დაწერა, რომ დაგეგმილია შეხვედრები მათთანაც, ვისაც უკრაინის თავდაცვის მხარდაჭერა შეუძლია. ზელენსკიმ უპირველეს პრიორიტეტად დაასახელა „ანტიბალისტიკური თავდაცვა და ამერიკასთან სტრატეგიული თანამშრომლობა“.

შეერთებულ შტატებში ვიზიტისას უკრაინის პრეზიდენტი პატივს მიაგებს გარდაცვლილი სენატორის, ლინდსი გრემის ხსოვნას. რესპუბლიკელი სენატორი, უკრაინის აქტიური მხარდამჭერი ლინდსი გრემი 11 ივლისს გარდაიცვალა.

  • აშშ-ის და უკრაინის პრეზიდენტების წინა შეხვედრა 8 ივლისს, ნატოს სამიტის ფარგლებში გაიმართა თურქეთის დედაქალაქ ანკარაში.
  • 28 ივლისს ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ჩავიდა დიდი ბრიტანეთიდან, სადაც წინა დღეს შეხვდა გაერთიანებული სამეფოს ახალ პრემიერ-მინისტრ ენდი ბერნემს.

ტელეკომპანია CNN-ს თეთრ სახლში განუცხადეს, რომ 28 ივლისს პრეზიდენტები ტრამპი და ზელენსკი განიხილავენ სამშვიდობო პროცესს, რადგან ომის დასრულების დროა.

  • უკრაინაში ომის დასრულების პირობებზე, აშშ-ის ინიციატივით 2026 წლის იანვარში დაიწყო აშშ-უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებები.
  • იანვარსა და თებერვალში გაიმართა სამი რაუნდი. პირველი ორი რაუნდი არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ აბუ-დაბიში, ხოლო მესამე - შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში.

გამოცემა The Hill-ის ინფორმაციით, 28 ივლისს უკრაინის პრეზიდენტი შეხვდება ამერიკელ სენატორებსაც.

ფორუმი

XS
SM
MD
LG