Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისის საკრებულოსთან დაკავებულ ნოდარ წიწრიაშვილს 4-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს

ნოდარ წიწრიაშვილი 27 ივლისს დააკავეს.
ნოდარ წიწრიაშვილი 27 ივლისს დააკავეს.

მოსამართლე ზვიად ცეკვავამ 4-დღიანი პატიმრობა შეუფარდა ნოდარ წიწრიაშვილს, რომელიც პოლიციამ 27 ივლისს თბილისის საკრებულოს შენობასთან დააკავა წარწერისთვის: „ბიძინა **ეა? კი თუ არა“.

წიწრიაშვილი ამ პლაკატით სოლიდარობას უცხადებდა წინა დღით, 26 ივლისს, იმავე ადგილზე იმავე პლაკატის ჭერისთვის დაკავებულ 10 დემონსტრანტს. ამ დემონსტრანტთაგან უმრავლესის საქმე მოსამართლე ცეკვავამ განიხილა. მათ შორის სამ შემთხვევაში გადაწყვეტილება ღამის 02:00 საათზე გამოაცხადა.

26 ივლისს დაკავებულებს შეუფარდეს:

  • თორნიკე თოშხუა - 3000 ლარი;
  • მარიამ მეყანწიშვილი - 6000 ლარი;
  • ნატო ბოლქვაძე - 5-დღიანი პატიმრობა;
  • შაკო ბაღდოშვილი - 10-დღიანი პატიმრობა;
  • ია მელითაური იზოლატორში 5 დღეს გაატარებს;
  • ვასილ ბერიძეს მოსამართლემ 5000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა;
  • ლაშა დგებუაძეს 10-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს;
  • სანდრო სეხნიაშვილსა და მარინე ნანავას კი 5000-5000-ლარიანი ჯარიმა დააკისრეს.

რა მოხდა თბილისის საკრებულოსთან, თავისუფლების მოედანზე

თბილისის საკრებულოსთან 26 ივლისს, აქციის მიმდინარეობისას 10 ადამიანი დააკავეს: თორნიკე თოშხუა, მარიამ მეყანწიშვილი, ია მელითაური, ნატო ბოლქვაძე, სანდრო სეხნიაშვილი, ლაშა დგებუაძე, ვასო ბერიძე, მარინე ნანავა, თორნიკე ტიკარაძე და შაკო ბაღდოშვილი.

შსს-ს ცნობით, დაკავებულებს „შეურაცხმყოფელი შინაარსის ბანერები ეჭირათ ხელში”.

თბილისში, საკრებულოსთან ჯერ აქტივისტი თორნიკე თოშხუა დააკავეს. თოშხუა, რომელიც ერთხელ უკვე იყო დაკავებული სისხლის სამართლის წესით და ციხე სულ რამდენიმე კვირის წინ დატოვა, საკრებულოსთან იყო ბანერით, რომელზეც ეწერა: "ბიძინა ყ***? კი თუ არა".

თოშხუას დაკავების შემდეგ, უწყვეტი პროტესტის მონაწილეები მისთვის სოლიდარობის ნიშნად საკრებულოსთან მივიდნენ, მათ ნაწილსაც ხელში მსგავსი შინაარსის ბანერები ეჭირა, პოლიციამ კიდევ 9 დემონსტრანტი დააკავა.

ყველა მათგანი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG