უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავდაცვის მინისტრისა და არმიის მთავარსარდლისგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე 12 ნოემბერს სოციალურ ქსელებში დაწერა, რომ უკვე რამდენიმე დღეა უკრაინის ქვედანაყოფები აფიქსირებენ Starshield-ის მნიშვნელოვან შეფერხებებს ფრონტის მთელი ხაზის გასწვრივ და უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე.
ზელენსკის თანახმად, Starshield-ის სიჩქარე შემცირებულია 161კმ/სთ-მდე. (საჭირო სიჩქარეა 400კმ/სთ).
უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, სამხედროებმა უკვე შეამოწმეს გარემოებები და ეს არის არა შეცდომა, არამედ სიჩქარის სისტემური შეზღუდვა, რაც უკრაინას უპირველეს ყოვლისა, ურთულებს რუსული რეაქტიული დრონების მოგერიებას და რუსებს ეხმარება მეტი უკრაინელის დახოცვასა და უკრაინაზე მეტ ზუსტ დარტყმაში.
ზელენსკის ინფორმაციით, ამერიკულ მხარესთან ცდილობენ სიტუაციის გარკვევას.
წინა შეზღუდვა
2026 წლის ოქტომბრის მეორე ნახევრიდან უკრაინას შეექმნა ამერიკული კომპანია SpaceX-ის თანამგზავრული ინტერნეტის, Starlink-ის სამხედრო მიზნებისთვის ადაპტირებული Starshield-ით სარგებლობის პრობლემა.
უკრაინის თავდაცვის ძალებს Starshield-ი სჭირდებათ ფრონტზე კომუნიკაციისა და დრონების სამართავად.
კიევმა არ გაიზიარა ვერსია, რომ პრობლემა ტექნიკური ხასიათის იყო და ვაშინგტონის პოლიტიკურ გადაწყვეტილებას დაუკავშირა.
პრეზიდენტმა ტრამპმა და მისი ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა შეზღუდვასთან კავშირი უარყვეს.
SpaceX-ის მფლობელი ილონ მასკი აცხადებდა, რომ Starshield-ის სისტემებს ფლობს და აკონტროლებს აშშ-ის მთავრობა და ნებისმიერ შეზღუდვას სამხედროები და პრეზიდენტი ადგენენ.
ილონ მასკის ბრძანება?
ამერიკულმა გამოცემა Wall Street Journal-მა ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით 20 ოქტომბერს დაწერა, რომ უკრაინაში Starshield-ის სიჩქარე ილონ მასკის ბრძანებით შეზღუდეს.
გამოცემის თანახმად, ზოგიერთი ამერიკელი ოფიციალური პირი აცხადებდა, რომ მასკი ცალმხრივად მოქმედებდა და მისთვის პრეზიდენტ ტრამპს არანაირი მითითება არ მიუცია, თუმცა სიტუაციის შესახებ ინფორმირებული წყაროს ცნობით, გადაწყვეტილების მიღებამდე მასკს კონსულტაციები ჰქონდა ადმინისტრაციის მაღალჩინოსნებთან, მათ შორის ტრამპთან.
ბრიტანული გამოცემა The Telegraph-ი თავის წყაროებზე დაყრდნობით ჯერ კიდევ 16 ოქტომბერს წერდა, რომ უკრაინაში Starshield-ის შენელება ტრამპს მასკმა შესთავაზა, აშშ-ის პრეზიდენტმა კი იდეას მხარი დაუჭირა, რის შემდეგაც პენტაგონმა ლიმიტი შემოიღო.
უკრაინისთვის Starshield-ის შეზღუდვას წინ უძღოდა ურთიერთობის გამწვავება აშშ-ის და უკრაინის პრეზიდენტებს შორის.
დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას, რუსეთს მისცეს დიზელის საწვავის ექსპორტის უფლება, ვოლოდიმირ ზელენსკის მხრიდან მწვავე კრიტიკა მოჰყვა.
ტრამპმა განაცხადა, რომ ზელენსკის სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა არ სურს და უკრაინას სხვა ლიდერი სჭირდება. ტრამპის ამ პოზიციას მხარი დაუჭირა ილონ მასკმა.
22 ოქტომბერს აშშ-ის პრეზიდენტმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მასკმა უკრაინას Starlink-ზე სრულფასოვანი წვდომა აღუდგინა. უკრაინამ სიჩქარის გაზრდა 24 ოქტომბერს დაადასტურა.
ფორუმი