უკრაინის გენშტაბის თანახმად, 30 ოქტომბრიდან 11 ნოემბრის ჩათვლით შეტევა მიიტანეს რუსეთის ყველაზე მძლავრი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების ხუთეულში მყოფ:
- ომსკის, კირიშის, რიაზანის, ნიჟნი-ნოვგოროდის და იაროსლავლის ქარხნებზე.
- შედარებით მცირე ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე ნოვოკუიბიშევსკსა და სარატოვში.
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, ქვეყნის თავდაცვის ძალები გაეროს წესდების 51-ე მუხლით გარანტირებული თავდაცვის უფლების რეალიზებით, მომავალშიც გააგრძელებენ სისტემური ზომების მიღებას, რათა რუსეთს აიძულონ უკრაინის წინააღმდეგ შეიარაღებული აგრესიის შეწყვეტა.
- უკრაინის თავდაცვის ძალებმა 2026 წელს უფრო ინტენსიური გახადეს შეტევები რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე, ტერმინალებსა და ტრანსპორტირების მარშრუტებზე, რამაც პრობლემები შეუქმნა ექსპორტს და საწვავის დეფიციტი შექმნა თავად რუსეთში.
- მოსკოვი ამ შეტევებს „ტერორისტულს” უწოდებს.
- უკრაინა აცხადებს, რომ ეს ობიექტები ჩართული არიან რუსეთის არმიის მომარაგებაში, მსგავს ობიექტებზე დარტყმა არის გაეროს წესდებით გარანტირებული თავდაცვის უფლების რეალიზაცია და მიმართულია რუსეთის სამხედრო-ეკონომიკური პოტენციალის შემცირებისკენ.
ფორუმი