Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლიბიელმა მეამბოხეებმა კონტროლი აღადგინეს ქალაქ აჯდაბიაზე


ლიბია
ლიბია
ლიბიელმა მეამბოხეებმა ისევ დაამყარეს კონტროლი ქალაქ აჯდაბიაზე, ქვეყნის ლიდერ მუამარ კადაფის ჯარების წინააღმდეგ საერთაშორისო კოალიციის საჰაერო დარტყმების შემდეგ. აჯდაბია მეამბოხეების მთავარი პლაცდარმის, ქალაქ ბენღაზის დასავლეთით მდებარეობს. კორესპონდენტები იუწყებიან, რომ კადაფის ჯარების მწყობრიდან გამოყვანილი, სულ ცოტა, რვა ტანკი ნახეს აჯდაბიისაკენ მიმავალ გზაზე. კადაფის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებით, ერთი კვირის წინ, საერთაშორისო კოალიციის საჰაერო ოპერაციის დაწყების შემდეგ დაღუპულია 114 ლიბიელი. მას არ უთქვამს, რამდენია მათ შორის სამხედრო და რამდენი სამოქალაქო პირი.
XS
SM
MD
LG