Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში საპროტესტო აქციაზე დაკავებულთა უმრავლესობას 400-ლარიანი ჯარიმა შეეფარდა


თბილისში სასამართლომ სხვადასხვა გადაწყვეტილება მიიღო პარასკევს, საპროტესტო აქციაზე დაკავებული პირების საქმეთა განხილვის საფუძველზე. შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებსაიტზე დღეს გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, დაკავებულთაგან ორს მიესაჯა 20-დღიანი პატიმრობა, ერთს - 10-დღიანი პატიმრობა, ხოლო დანარჩენ ოთხ პირს (მათ შორის მსახიობ გია ბურჯანაძეს) ჯარიმა 400 ლარის ოდენობით. პარასკევის აქციაზე, რომელიც თბილისში, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროსთან გაიმართა, პროტესტს გამოთქვამდნენ ციხეებში, აქციის მონაწილეების განცხადებით, პატიმართა წამების გამო. შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებსაიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში როგორც ვკითხულობთ, აქციის შვიდი მონაწილის დაკავების მიზეზი იყო ის გარემოება, რომ ისინი „არ დაემორჩილნენ სამართალდამცავების კანონიერ მოთხოვნას და გადაკეტეს ა.ყაზბეგის გამზირის ავტოტრანსპორტის სავალი ნაწილი“.
XS
SM
MD
LG