Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლიბიელ ამბოხებულთა შორის შესაძლოა ალ-ყაიდის წარმომადგენლებიც იყვნენ


შეერთებული შტატების სენატში სიტყვით გამოსვლისას ნატოს ძალების ხელმძღვანელმა ევროპაში, ამერიკელმა ადმირალმა ჯეიმს სტავრიდისმა განაცხადა, რომ ლიბიელ ამბოხელბულთა შორის შესაძლებელია იყოს მცირერიცხოვანი დაჯგუფება ალ-ყაიდის წარმომადგენლებისა და რადიკალური შიიტური დაჯგუფება ”ჰეზბოლას” წევრებით დაკომპლექტებული. ადმირალის სიტყვებით, ნატო ყურადღებით სწავლობს ამბოხებულთა ფორმირებებს და ამ ეტაპისათვის რაიმე ნიშნები ექსტრემისტების მხრიდან ამბოხებულებზე ზეწოლისა, არ შეინიშნება. დღეიდან, როგორც მოსალოდნელია, ჩრდილოატლანტიკური ალიანსი სრული დატვირთვით აიღებს ლიბიაში საერთაშორისო კოალიციის ძალების ხელმძღვანელობას.
XS
SM
MD
LG