Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იაპონიის პრემიერი: ფუკუსიმას ავარია ჩერნობილის შემდეგ ყველაზე მძიმეა


იაპონიის პრემიერ-მინისტრმა ნაოტო კანმა განაცხადა, რომ ავარია ატომურ ელექტროსადგურ ”ფუკუსიმა - დაიიჩიზე” ყველაზე სერიოზული ატომური ავარიაა 1986 წლის ჩერნობილის კატასტროფის შემდეგ. ამასთან, იაპონიის მთავრობამ განაცხადა, რომ არ აპირებს ევაკუაციის ზონის გაფართოებას. ვრცელდება ცნობები, რომ ავარიის მიმდებარედ გრძელდება ზღვის დაბინძურება. ხელისუფლების ცნობით, ის 4 ათასჯერ აღემატება დასაშვებ ზღვარს.
XS
SM
MD
LG