Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იემენის დედაქალაქში საპირისპირო აქციებს ათი ათასობით პირი შეუერთდა


მთავრობის ათი ათასობით მომხრე და მოწინააღმდეგე შეუერთდა იემენის დედაქალაქ სანაში დღეს გამართულ საპირისპირო აქციებს. პრეზიდენტ ალი აბდულა სალეჰის მომხრეები ქალაქის გარშემო მოედნებზე შეგროვდნენ. ანტი-სამთავრობო აქციის მონაწილეებმა კი ქალაქის მთავარი მოედანი დაიკავეს და მართველობის 32-წლიანი სტაჟის მქონე პრეზიდენტის, ალი აბდულა სალეჰის გადადგომა მოითხოვეს. სალეჰი თავისი სასახლის წინ შეკრებილი მომხრეების წინაშე სიტყვით გამოვიდა და განაცხადა, ჩემი ქვეყნისთვის ნებისმიერ მსხვერპლს გავიღებო - მის გამოსვლაში არაფერი მიანიშნებდა, რომ ის გადადგომას გეგმავს.
XS
SM
MD
LG