Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიაში „წამებულთა დღის“ აქციაში ათასობით პირმა მიიღო მონაწილეობა


სირიის ათასობით მოქალაქემ მიიღო მონაწილეობა საპროტესტო აქციაში, რომელიც გაიმართა დარაში - სამხრეთის ქალაქში, რომელიც ბოლო პერიოდის საპროტესტო ტალღის ეპიცენტრად იქცა. აქტივისტებმა დღევანდელ აქციას „წამებულთა დღე“ უწოდეს და მასობრივი დემონსტრაციების გამართვის მოთხოვნით გამოვიდნენ - რათა პატივი მიაგონ იმ 70-მე მეტ ადამიანს, რომლებიც ორი კვირის განმავლობაში მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს დახოცეს. თვითმხილველთა თქმით, დარას ქუჩებში დღეს 5,000-ზე მეტი ადამიანი გავიდა. „თავისუფლება გვსურს“ - სკანდირებდნენ ისინი. ქალაქში უსაფრთხოების ძალები მრავლად იყვნენ წარმოადგენილი - თუმცა, როგორც იუწყებიან, დღევანდელი აქციის შეჩერება მათ არ უცდიათ.
XS
SM
MD
LG