Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იემენში კვლავ მოხდა შეტაკება


იემენის სამხრეთით მდებარე ქალაქ ტაიზში ახალი შეტაკებები მოხდა ანტისამთავრობო დემონტსტრაციებში მონაწილეთა და სამთავრობო ჯარებს შორის. არიან დაჭრილები. ერთი დღით ადღე კი ქვეყნის სხვადასხვა ქალაქებში მომხდარ შეტაკებებში 19 ადამიანი დაიღუპა და ასამდე კი დაიჭრა. იტყობინებიან, რომ თებერვლიდან მოყოლებული ანტისამთავრობო დემონსტრაციების დროს მომხდარ შეტაკებებს სულ 150 ადამიანი შეეწირა. დღეს, ევროკავშირის საგარეოპოლიტიკურმა ლიდერმა კეტრინ ეშტონმა მოუწოდა იემენის პრეზიდენტ ალი აბდალა სალეჰის, რათა გადადგეს თანამდებობიდან. ეშტონმა განაცხადა, რომ „გარდამავალი პერიოდი დაუყოვნებლად უნდა დაიწყოს.“
XS
SM
MD
LG