Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთმა პოლონეთს კატინთან დაკავშირებული დოკუმენტები გადასცა


რუსეთმა პოლონეთს გადასცა კატინის ხოცვა-ჟლეტასთან დაკავშირებული დოკუმენტებისგან შემდგარი თერთმეტი ტომი - მას შემდეგ, რაც დოკუმენტებს მოხსნეს გრიფი „საიდუმლო“. 1940 წელს კატინში 20,000-ზე მეტი პოლონელი ოფიცერი და სხვა პირი დახოცა საბჭოთა უშიშროების სამსახურმა. რუსეთის გენერალური პროკურატურის მიერ ვარშავისთვის დღეს გაგზავნილი დოკუმენტაცია პოლონეთისთვის გადაცემულ განსაიდუმლოებული ტომების საერთო რაოდენობას 148-მდე ზრდის. პროკურატურის ვებსაიტზე განთავსებული განცხადების თანახმად, ამ თერთმეტ ტომში შესულია ინფორმაცია მსხვერპლთა საქმიანობის და მათი დასაფლავების ადგილების შესახებ. რუსეთი წლების მანძილზე აჭიანურებდა კატინის საქმესთან მიმართებით პოლონეთთან თანამშრობლობას. მისი პოზიციის ბოლოდროინდელმა ცვლილებამ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი კავშირების გაუმჯობესებას მოსკოვსა და ვარშავას შორის. საბჭოთა კავშირი კატინის ხოცვა-ჟლეტას წლების განმავლობაში ნაცისტებს აბრალებდა - მაგრამ 1990 წელს მიხეილ გორბაჩოვმა ამ დანაშაულში საბჭოთა კავშირის როლი აღიარა.
XS
SM
MD
LG