Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ილია მეორემ საკვირაო ქადაგებაში სმოლენსკის ტრაგედია გაიხსენა


სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღევანდელი საკვირაო ქადაგებისას პოლონეთის პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი გაიხსენა და განაცხადა, რომ ლოცულობს მათი სულებისათვის. “დღეს გავიდა ერთი წელი იმ კატასტროფიდან, რომელსაც პოლონეთის პრეზიდენტი და მისი მეუღლე შეეწირნენ. ეს იყო საშინელი ტრაგედია მთელი მსოფლიოსთვის. 96 ადამიანი დაიღუპა იმ კატასტროფაში, მათ შორის რამდენიმე მართლმადიდებელი. მათ შორის მიტროპოლიტი მირონი, რომელიც დელეგაციას ახლდა. ჩვენ ვლოცულობთ, რათა უფალმა ნათელში ამყოფოს მათი სულები”, - ბრძანა პატრიარქმა. 2010 წლის 10 აპრილს, პოლონეთის პრეზიდენტის ლეხ კაჩინსკის ტუ-154 ტიპის თვითმფრინავი სმოლენსკის “სევერნის” აეროდრომთან ჩამოვარდა. ავიაკატასტროფის შედეგად დაიღუპა 96 ადამიანი, მათ შორის პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი, პირველი ლედი მარია კაჩინსკა და პოლონეთის საზოგადოების და პოლიტიკური ელიტის ნაწილი.
XS
SM
MD
LG