Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანში რუსული წარმოების თვითმფრინავი ჩამოვარდა


ირანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს ცნობით ირანის არმიის წვრთნისას კატასტროფა განიცადა სამხედრო თვითმფრინავმა. დაიღუპა მფრინავი. შემთხვევა ქალაქ შირაზში მოხდა. სააგენტოს ინფორმაციით, კატასტროფა განიცადა რუსული სუხოის საკონსტრუქტორო ბიუროს მიერ წარმოებულმა მოიერიშემ. ავიაკატასტროფის გამომწვევი მიზეზები უცნობია. ირანის არმიის შეარაღებაში რუსული და ჩინური წარმოების სამხედრო თვითმფრინავების გარდა იმყოფება ასევე ამერიკული წარმოების საფრენი აპარატები, რომლებიც ირანის ისლამისტური რევოლუციამდე იქნა შეძენილი.
XS
SM
MD
LG