Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატოს მინისტრებმა ლიბიის საკითხზე ბერლინში გამართეს შეხვედრა


ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა დღეს ბერლინში გამართეს შეხვედრა და ის შემდგომი ნაბიჯები განიხილეს, რომლებიც ალიანსმა ლიბიასთან მიმართებით უნდა გადადგას. ლიბიაში მეამბოხეები კვლავ იბრძვიან მუამარ კადაფის ხანგრძლივი მართველობის დასრულებისთვის. ნატოს მიერ სამი კვირის მანძილზე განხორციელებულმა საჰაერო დარტყმებმა ვერ შესძლო ვითარების მეამბოხეთა სასარგებლოდ შეცვლა, ან კადაფის ძალებისთვის სამოქალაქო მოსახლეობაზე თავდასხმის აღკვეთა. დღევანდელი შეხვედრის გახსნისას წარმოთქმულ სიტყვაში ნატოს გენერალურმა მდივანმა, ანდერს ფოგ რასმუსენმა განაცხადა, 28-წევრიანი ალიანსი საჰაერო ოპერაციებს მანამ აწარმოებს, სანამ კადაფის ძალები სამოქალაქო პირებზე გააგრძელებენ იერიშებსო. მეამბოხეების განცხადებით, კადაფის ძალებმა დღეს რაკეტები დაუშინეს მისურატას - ლიბიის სიდიდით მესამე ქალაქს, რომელიც მეამბოხეთა კონტროლის ქვეშ მყოფი ერთადერთი ქალაქია ქვეყნის დასავლეთში.
XS
SM
MD
LG