Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყარამან ქუთათელაძე: ”შავი ლომი ჩვენგან არავის შეუძენია”


აპოლონ ქუთათელაძის შვილი, მხატვარი ყარამან ქუთათელაძე აცხადებს, რომ ნიკო ფიროსმანის ”შავი ლომი” მისი ოჯახისგან არავის შეუძენია. ამის შესახებ ცნობას ”ინტერპრესნიუსი” ავრცელებს. მანამდე "როსახრანკულტურის" ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა ვიქტორ პეტრაკოვმა თქვა, რომ მოსკოვის ანტიკვარულ სალონში გამოფენილი ნიკო ფიროსმანის ნახატი "შავი ლომი" კანონიერ საფუძველზე ამჟამინდელ მფლობელს ეკუთვნის. ”შავი ლომი” 1993 წელს აპოლონ ქუთათელაძის ოჯახიდან გაიტაცეს. პეტრაკოვის მტკიცებით, ნახატის ამჟამინდელმა მფლობელმა გვიან გაარკვია, რომ ნაქურდალი შეუძენია, რის შემდეგაც ქუთათელაძეების ოჯახს დაუკავშირდა და კომპენსაცია გადაუხადა. მფლობელის ვინაობას რუსი ჩინოვნიკები არ ასახელებენ.
XS
SM
MD
LG