Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლიბიაში გაიხსნა ახალი ჰუმანიტარული დერეფანი


გაეროს სასურსათო პროგრამის წარმომადგენელთა განცხადებით, დასავლეთ ლიბიაში გახსნილი ახალი ჰუმანიტარული დერეფნის მეშვეობით ამ ორგანიზაციამ დაიწყო მოსახლეობისთვის სურსათის მიწოდება. დღეს გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, ახალი დერეფანი ორგანიზაციას საშუალებას მისცემს, უახლოესი ერთი თვის მანძილზე გამოკვებოს 50 ათასამდე ადამიანი. ამავე განცხადებაში აღნიშნულია, რომ სურსათით სავსე სატვირთო ავტომანქანების კოლონა ლიბიაში ორშაბათს, ტუნისიდან შევიდა. სურსათის განაწილება წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მუშაკთა დახმარებით მოხდება.
XS
SM
MD
LG