Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიაში გრძელდება ანტისამთავრობო დემონსტრაციები


ჩრდილო-დასავლეთ სირიის ქალაქ ბანიასში გრძელდება ანტისამთავრობო დემონსტრაციები - მიუხედავად იმისა, რომ გუშინ ქვეყნის მთავრობამ გადაწყვიტა, გააუქმოს 48 წლის განმავლობაში მოქმედი საგანგებო მდგომარეობა. საგანგებო მდგომარეობის გაუქმება - პრეზიდენტ ბაშარ ასადის გადადგომასთან ერთად - ანტისამთავრობო გამოსვლების მონაწილეთა ერთ-ერთი უმთავრესი მოთხოვნა იყო. ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციების ვარაუდით, თვეზე ოდნავ მეტი ხნის განმავლობაში, რაც საპროტესტო აქციები მიმდინარეობს, სირიაში მოკლულ იქნა 200-ზე მეტი ადამიანი.
XS
SM
MD
LG