Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლიბიელმა მეამბოხეებმა კონტროლი დაამყარეს სასაზღვრო პოსტზე


ლიბიელი მეამბოხეები იუწყებიან, რომ კონტროლი დაამყარეს ტუნისის საზღვართან არსებულ ერთ-ერთ სასაზღვრო საგუშაგოზე. ვაზინის სასაზღვრო პოსტი მეამბოხეებმა მუამარ კადაფის მომხრე სამხედრო ძალებთან სამდღიანი ბრძოლის შემდეგ დაიკავეს. დღესვე ნატოს სარდლობამ მოუწოდა მშვიდობიან მოსახლეობას, რათა მოერიდონ კადაფის სამხედრო ქვედანაყოფებს და აღჭურვილობას, რომლებზეც ნატოს ავიაცია კვლავაც აგრძელებს იერიშებს. ეს გაფრთხილება მოჰყვა ლიბიის სახელმწიფო ტელევიზიის ცნობას, რომლის თანახმადაც დღეს დილით შვიდი ადამიანი დაიღუპა და 18 დაიჭრა დედაქალაქ ტრიპოლზე ალიანსის ავიაციის იერიშის შედაგად. საფრანგეთი და იტალია აპირებენ, ბრიტანეთის მაგალითს მიბაძონ და მათაც გაგზავნონ სამხედრო ინტრუქტორები ლიბიელი მეამბოხეების დასახმარებლად. ამერიკის შეერთებული შტატები კი გეგმავს, 25 მილიონი დოლარის დახმარება გაუწიოს ლიბიელ მეამბოხეებს. რუსეთმა გააფრთხილა დასავლეთი, არ გადადგას ასეთი სარისკო ნაბიჯი, რასაც შესაძლოა „გაუთვალისწინებელი შედეგები“ მოჰყვეს.
XS
SM
MD
LG