Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიაში 25-მდე დემონსტრანტი დაიღუპა არმიის იერიშის შედეგად


სირიის არმიამ დღეს ტანკები გამოიყენა სამხრეთში მდებარე ქალაქ დარააში საპროტესტო აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ. აქტივისტების განცხადებით, მოკლულია, სულ ცოტა, 25 დემონსტრანტი. სირიის სახელმწიფო ტელევიზია არმიის ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება, რომ ჯარისკაცები დარააში შეიჭრნენ მოქალაქეთა თხოვნით, „ექსტრემისტულ ტერორისტულ ჯგუფებთან“ საბრძოლველად. თვითმხილველები იმასაც აცხადებენ, რომ ჯარისკაცებმა იერიშები განახორციელეს დედაქალაქ დამასკის ორ გარეუბანში. იუწყებიან აგრეთვე, რომ შეერთებული შტატები განიხილავს სირიასთან მიმართებით სანქციების მიღების საკითხს, დემონსტრანტების წინააღმდეგ დამასკის მკაცრ ზომებზე საპასუხოდ. უფლებადამცველების ინფორმაციით, უშიშროების ძალებს 350-ზე მეტი სამოქალაქო პირი ჰყავთ მოკლული მას შემდეგ, რაც სირიაში არეულობა დაიწყო.
XS
SM
MD
LG