სტრასბურგის სასამართლო დღეს გამოაქვეყნებს გადაწყვეტილებას საქმეზე "ირინა ენუქიძე და გურამ გირგვლიანი საქართველოს წინააღმდეგ". გადაწყვეტილება ინგლისურ და ფრანგულ ენებზე ევროსასამართლოს ოფიციალურ ვებგვერდზე, დაახლოებით, 13:00 საათზე გამოქვეყნდება. გირგვლიანები საქართველოს ხელისუფლებას ევროკონვენციის 4 მუხლის დარღვევაში ადანაშაულებენ - სიცოცხლის უფლება, დაცვის უფლება, სამართლიანი სასამართლო და წამების აკრძალვა. ისინი ევროკონვენციის მუხლების დარღვევის აღიარების შემთხვევაში, სანდრო გირგვლიანის საქმის ხელახალ გამოძიებაში დაბრუნებას ითხოვენ.
ყველაზე პოპულარული
1