Accessibility links

საჯარო ინფორმაციის მოპოვება შეიძლება გართულდეს


საქართველოში საჯარო ინფორმაციის მიღება შეიძლება გართულდეს. საჯარო ინფორმაციაში იგულისხმება სახელმწიფო ორგანიზაციების საქმიანობასთან დაკავშირებული ოფიციალური დოკუმენტები, რომელზე წვდომაც არათუ ჟურნალისტების, არამედ ნებისმიერი მოქალაქისთვის უნდა იყოს შესაძლებელი. იუსტიციის სამინისტროს ინიციატივით, კონსტიტუციის მე-18 მუხლში დამატებითი განმარტებების შეტანა იგეგმება. ინიციატივას უარყოფითი შეფასებები მოჰყვა არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან. მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ საჯარო ინფორმაციის მიღება გართულდება. არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებაში იუსტიციის სამინისტროს ინიციატივა შეფასებულია როგორც ბუნდოვანი და სამართლებრივად გაუმართავი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG