Accessibility links

ხაშურში არჩევნების მეორე ტური მმართველი პარტიის კანდიდატის გამარჯვებით დასრულდა


ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურს ხაშურში ჩხუბის გარეშე არ ჩაუვლია.

წინასწარი მონაცემები:

  • ხაშურში “ქართული ოცნების“ კანდიდატმა, გიორგი გურასპაშვილმა, ხმათა 61,31% დააგროვა;
  • დამოუკიდებელმა კანდიდატმა, რამაზ ნოზაძემ, ხმების 38,69% მიიღო.
  • ხაშურში არჩევნების მეორე ტურში მხოლოდ 1 საჩივარი დაიწერა.

მას შემდეგ, რაც ხაშურის მერობის კანდიდატმა მმართველი პარტიიდან, გიორგი გურასპაშვილმა, საუბნო კომისიებიდან პირველი შედეგები მიიღო, მისმა მომხრეებმა ქალაქში ხმაურით, “ქართული ოცნების” დროშებითა და შეძახილებით მსვლელობა მოაწყვეს. მმართველი პარტიის აქტივისტებმა დამოუკიდებელი კანდიდატის, რამაზ ნოზაძის, შტაბთანაც ჩაიარეს, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. ნოზაძის ოფისთან ამ დროს „ქართული მარშის“ წარმომადგენლები იმყოფებოდნენ, ისინი ხაშურში დამოუკიდებელი კანდიდატის მხარდასაჭერად ჩავიდნენ. სიტყვიერ დაპირისპირებას ფიზიკური შეხლა-შემოხლა მოჰყვა, მაგრამ ინციდენტი მალევე განიმუხტა. დამარცხებული კანდიდატი, რამაზ ნოზაძე, გურასპაშვილის გამარჯვების ასეთი ფორმით აღნიშვნას აპროტესტებდა.

„ქართული მარშის“ წარმომადგენლები ირწმუნებოდნენ, რომ „ქართული ოცნების“ აქტივისტები მათ ოფისთან მიუცვივდნენ და შეურაცხყოფა მიაყენეს, შეურაცხყოფას კი შეურაცხყოფით უპასუხეს.

მმარველი პარტიის მერობის კანდიდატი, გიორგი გურასპაშვილი, კონკურენტს მოუწოდებს დამარცხებას შეეუგუოს. რაც შეეხება მისი მომხრეების მიერ გამარჯვების ხმაურით აღნიშვნას, გურასპაშვილის აზრით, მათ ამის უფლება აქვთ.

ხაშური
ხაშური

წინასწარი მონაცემებით, ხაშურში “ქართული ოცნების“ კანდიდატმა, გიორგი გურასპაშვილმა, ხმათა 61,31 % დააგროვა და გაიმარჯვა, ხოლო დამოუკიდებელმა კანდიდატმა, რამაზ ნოზაძემ, ხმების 38, 69 % მიიღო. გურასპაშვილი პირველ ტურშიც დიდი უპირატესობით უსწრებდა მეტოქეს, თუმცა 50-პროცენტიანი ბარიერის გადალახვა ვერ შეძლო. ხაშურში არჩევნების მეორე ტურში მხოლოდ 1 საჩივარი დაიწერა და საოლქო საარჩევნო კომისია მას კანონით დადგენილ ვადაში განიხილავს, თუმცა, კომისიის თავმჯდომარის აზრით, ეს შედეგზე გავლენას ვერ მოახდენს, რადგან საჩივარი პროცედურულ დარღვევას ეხება. ხაშურის მუნიციპალიტეტის უკვე ყოფილი გამგებელი, გიორგი გურასპაშვილი, ცენტრალური საარჩევნო კომისიის საბოლოო შედეგის გამოცხადებას დაელოდება და ამის შემდეგ ხაშურის მერის უფლებამოსილების განხორციელებას შეუდგება.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG