Accessibility links

ბათუმის სასამართლო განიხილავს არეულობაში მონაწილე ათობით პირის საქმეს


პოლიციის ქვედანაყოფები ბათუმში

მეორე დღეა ბათუმის საქალაქო სასამართლო განიხილავს 12 მარტს, მასობრივ არეულობაში მონაწილეობისთვის პოლიციის მიერ დაკავებული ათობით პირის საქმეს.

მათ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაში ადანაშაულებენ, თუმცა, გამორიცხული არ არის, რომ გამოძიების მსვლელობისას ზოგიერთი მათგანის წინააღმდეგ დაიწყოს სისხლის სამართლებრივი დევნაც. ბათუმში რჩება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი. სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტში დღეს გაიმართა თათბირი, რომელზედაც გამოძიების მიმდინარეობაზე იმსჯელეს. მოკვლევას განაგრძობს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი, რომლის ერთ-ერთი მიზანია იმის დადგენა, გადაამეტეს თუ არა ძალას პოლიციელებმა ცალკეული მოქალაქეების მიმართ.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG