Accessibility links

საფრანგეთში უსაფრთხოების მკაცრი ზომების დაცვით იმართება საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური


საფრანგეთში უსაფრთხოების მკაცრი ზომების დაცვით მიმდინარეობს საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის კენჭისყრა. როგორც ვარაუდობენ, მისმა შედეგებმა შეიძლება მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს გეოპოლიტიკურ სტატუს-კვოზე, მათ შორის ევროკავშირის მომავალზე და დასავლეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობებზე. ადგილობრივი დროით დილის 8 საათზე 60 ათასზე მეტი საარჩევნო უბანი გაიხსნა. შუადღისთვის არჩევნებში მონაწილეობის მაჩვენებელმა 28,58%-ს მიაღწია. ეს ოდნავ მეტია 2012 წლის მაჩვენებელზე.

არჩევნები, რომელშიც პრეზიდენტობის 11 კანდიდატი მონაწილეობს, საფრანგეთში ერთ-ერთი ყველაზე უფრო ძნელად პროგნოზირებადია ათწლეულების განმავლობაში. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის თანახმად, პირველ ტურში გამარჯვების დაახლოებით თანაბარი შანსები აქვთ ცენტრისტ კანდიდატ ემანუელ მაკრონს და ულტრამემარჯვენე მარინ ლე პენს. მაგრამ კონსერვატორ ფრანსუა ფიიონსა და ჟან-ლუკ მელანშონსაც აქვთ მეორე ტურში გასვლის შანსი. მეორე ტური 7 მაისს გაიმართება.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG