Accessibility links

არჩილ ხაბაძეს აჭარის უმაღლეს საბჭოში იბარებენ


არჩილ ხაბაძე ქობულეთში გზის რეაბილიტაციას ათვალიერებს.

აჭარის ადგილობრივი მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე მმართველ კოალიცია „ქართულ ოცნებასთან“ კონსულტაციის შედეგად გადაწყვეტს გამოცხადდება, თუ არა უმაღლეს საბჭოში, რასაც მისგან ოპოზიცია მოითხოვს. ადგილობრივ პარლამენტში არჩილ ხაბაძის დაბარების ინიციატორია ნაციონალური მოძრაობა, რომლის წინადადებას მხარი დაუჭირეს პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ წევრებმა და დამოუკიდებელმა დეპუტატებმა. ოპოზიცია აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს მისი მმართველობის პირობებში ინფრასტრუქტურული და საინვესტიციო პროექტების შეჩერებაში ადანაშაულებს, რასაც ადგილობრივი ხელისფლება კატეგორიულად უარყოფს.

Direct link

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG