Accessibility links

საქართველოს მოქალაქეები შორენა და ლაურა ბალახაძეები ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორში არიან მოთავსებულნი. მათ ოსური მხარე "საზღვრის" უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებას უყენებს. ბალახაძეების დაკავების შესახებ პირველი ინფორმაცია დე ფაქტო რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა. საქართველოს ხელისუფლებამ ეს ინფორმაცია დღეს დაადასტურა.

ბალახაძეებირუსეთის მესაზღვრეებმა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცის სიახლოვეს დააკავეს. მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის, მარიამ გულიკაშვილის, განცხადებით, დაკავებულთაგან არც ერთი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლის მცხოვრები არ არის. ტერიტორიაზე, სადაც დაკავება მოხდა, საკმაოდ რთული კლიმატური პირობებია და თოვლის საფარი, დაახლოებით, 1 მეტრს აღწევს. ახლაც ატოცთან გზის გასაწმენდად ტრაქტორები მუშაოებენ, თუმცა, გულიკაშვილის ინფორმაციით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე უამრავი გადასასვლელი ბილიკია.

ბალახაძეების საოკუპაციო ხაზთან მოხვედრა ატოცის მცხოვრებლებისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა, რადგან სოფელში ახლა დიდი თოვლია და მავთულხლართების მიმართულებით გადაადგილება პრაქტიკულად შეუძლებელია, ატოცელების ვარაუდით, ბალახაძეებს ცხინვალში მოსახვედრად, ალბათ, განსაკუთრებული მიზეზი ჰქონდათ.

შორენა და ლაურა ბალახაძეებისდაკავების ფაქტთან დაკავშირებით, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცხელი ხაზი უკვე მოქმედებს. ოსურ მხარესთან დაკავებულთა გათავისუფლების მოთხოვნით მოლაპარაკება მიმდინარეობს.შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმაქეთევან ციხელაშვილმასაოკუპაციო ხაზთან ორი ქალის დაკავების შესახებ ილაპარაკა და იმედი გამოთქვა,რომ ისინი მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში გათავისუფლდებიან.

ქართული მხარესაქართველოს მოქალაქეების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს. თუ ეს მოთხოვნადღის ბოლომდე არ დაკმაყოფილდა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ერგნეთში ხვალისთვის დაგეგმილ შეხვედრაზე ბალახაძეების გათავისუფლების საკითხსაც დააყენებს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG