Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტუმრად ჩვენს ეთერში: სალომე ზურაბიშვილი


სალომე ზურაბიშვილი ორმაგი მოქალაქეობის შესახებ
please wait

No media source currently available

0:00 0:22:21 0:00

20 თებერვალს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო სალომე ზურაბიშვილი, პარტია "საქართველოს გზის" საპატიო თავმჯდომარე, საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი. სალომე ზურაბიშვილმა ილაპარაკა ორმაგი მოქალაქეობის საკითხზე, რომელიც აქტუალურია ქვეყნისთვის როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით. რადიო თავისუფლების ეთერში სალომე ზურაბიშვილი გამოეხმაურა აგრეთვე პრემიერ-მინისტრის საგანგებო წარმომადგენლის - ზურაბ აბაშიძის 19 თებერვლის განცხადებას, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა. სალომე ზურაბიშვილი თვლის, რომ ყველაზე არასწორი ზურაბ აბაშიძის განცხადებაში იყო სერგეი ლავროვის განცხადებაზე რეაგირება. სწორი მიდგომა, ზურაბიშვილის აზრით, ლავროვის ბოლო განცხადების უკომენტაროდ დატოვება იქნებოდა.

საუბარი სალომე ზურაბიშვილთან
please wait

No media source currently available

0:00 0:23:03 0:00
გადმოწერა

  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG