Accessibility links

„ილია XXI საუკუნეში“ – დისკუსია ქუთაისში


დისკუსიის მონაწილეები

არასამთავრობო ორგანიზაციის „აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის“ ქუთაისის ოფისშიგაიმართა დისკუსია - „ილია XXI საუკუნეში“,რომელზეც ილია ჭავჭავაძის არამხატვრული ტექსტები, პუბლიცისტური წერილები და საგაზეთო სტატიები განიხილეს. ილიას პუბლიცისტური ნაწარმოებები ორგანიზაციის საგანმანათლებლო პროექტ „დემოკრატიის სკოლის“ მიმდინარე ნაკადის მსმენელებმა წარადგინეს.

please wait

No media source currently available

0:00 0:02:26 0:00

ქუთაისის დემოკრატიის სკოლაში იმსჯელეს იმაზე, თუ როგორ შეიძლება იქნეს გააზრებული ილია ჭავჭავაძის შემოქმედება თანამედროვე ეპოქაში, რა ცვლილებები განიცადა ქართულმა საზოგადოებამ ბოლო ასწლეულის განმავლობაში,როგორია დამოკიდებულება იმ თემების მიმართ, რომლებზეც ილია XIX საუკუნეში წერდა და რა პარალელების გავლებაშეიძლება თანამედროვე საზოგადოებრივ თუ პოლიტიკურ ცხოვრებასთან. ილია ჭავჭავაძის უცნობი, ნაკლებად ცნობილი და ცნობილი პუბლიცისტური ნაშრომები და არამხატვრული ტექსტები - სულ120-მდე ნაწარმოები - არქივში მოიძია და ელექტრონულ ფორმატში დაამუშავა არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივამ“, რომლის ვებგვერდზეც მასალები ხელმისწავდომია ყველა მსურველისთვის.

ილია ჭავჭავაძე
ილია ჭავჭავაძე

ქუთაისში გამართული საჯარო შეხვედრის მონაწილეებმა ელექტრონულ ფორმატში განთავსებული წერილები გამოიყენეს დაიმსჯელეს ილიას მიერ თითქმის 130 წლის წინ საზოგადოებისთვის განსახილველად შეთავაზებული თემების აქტუალობასადა ეკონომიკის, პოლიტიკის, ევროპასთან დამოკიდებულების, გენდერისა და სამართლებრივი საკითხების ილიასეულ ხედვებზე. დემოკრატიის სკოლის მიმდინარე ნაკადის მსმენელ ალიმ ხერხაძის განცხადებით, საზოგადოების დიდი ნაწილი ილიას იცნობს, როგორც მწერალსა და პოეტს, და მისი საზოგადოებრივი მოღვაწეობისა და პუბლიცისტური წერილების შესახებ თითქმის არაფერი იცის. ალიმ ხერხაძის აზრით, ილია ჭავჭავაძის ნაშრომები წინასწარმეტყველურია და მათში წამოჭრილი ეკონომიკური და პოლიტიკური პრობლემები აქტუალობას თანამედროვე ეპოქაშიც არ კარგავს:

„როცა პუბლიცისტურ წერილებს ვკითხულობ, ვუყურებ დღევანდელობას. მაგალითად, ეკონომიკური მდგომარეობა... სამწუხაროდ, მხოლოდ ვვაჭრობთ და არაფერს არ ვქმნით – ეს წუხილი ჰქონდა ილიას მაშინ და პოლიტიკური მდგომარეობა... რომ „საჯილდაო ქვა“ ვიყავით, ისევ ისე ვართ: ჩრდილოეთისკენ გვექაჩებიან, თან დასავლეთისკენ ვიწევით, თუმცა აქ გვეკარგება ერთი ამბავი, რომ „ჩვენი თავი ჩვენვე გვეყუდნოდეს“ და არ ვიყოთ ვინმეზე დამოკიდებული“.

ილიას ნაწერებში, როგორც სარკეში, საკუთარ თავს ვხედავთ და ყველაფერს პრაქტიკულად ვგრძნობთ, განვიცდით ყოველ სიტყვას და ამ პროცესში ვართ ამჟამად...
შალვა ჯინჭარაძე

ალიმ ხერხაძისავე შეფასებით, ილიას ეპოქის მსგავსად, დღემდე უჭირს ქვეყნის მოსახლეობას კონსოლიდაცია, ისევ მხოლოდ მტრის ხატი აძლიერებს ერს და განვითარების შესაძლებლობას ხშირად კარგავს. დემოკრატიის სკოლაში გამართული დისკუსიის მონაწილე გოგა გოგელაშვილი ილია ჭავჭავაძის ნაკლებად ცნობილი წერილების მიხედვითპუბლიცისტის მოწოდებაზე ლაპარაკობს. გოგა გოგელაშვილის აზრით, ილიას არამხარტვრული ტექსტები მკითხველს ერთ კონკრეტულ მოცემულობას არ სთავაზობს:

„ძნელია ილიას არ დაეთანხმო, რადგან იგი საკუთარ აზრს არ გახვევს თავს, ილია ყველა პუბლიცისტურ წერილში გიტოვებს „ნაღმებს“, რომლებიც დაგაფიქრებს. არ შეიძლება წაიკითხო და არ დაფიქრდე, მეც ასეთი ვარ? როგორები ვყოფილვართ, ახლა როგორები ვართ და ა.შ.“

ილიას ნაშრომებში გენდერული საკითხების სიმრავლე, ავტორის მოსაზრებები ქალთა განათლებაზე, თანასწორობაზე, არჩევნების უფლებაზე დისკუსიის მონაწილეებს გააცნო ანა ჭანკვეტაძემ, რომლის განცხადებითაც, საზოგადოებაში დღემდე არის ერთგვარი სტერეოტიპი ქალის მოვალეობებისა და უფლებების შესახებ, რაზეც ილიას პასუხი თანასწორობისკენ მოწოდება იყო:

„როგორც ილია წერდა, ყველა ადამიანმა ჩვენი მოქალაქეობრივი მოვალეობები უნდა შევასრულოთ განურჩევლად სქესისა და არა აქვს მნიშვნელობა, ქალი ვარ თუ კაცი“.

დისკუსიის მონაწილეები
დისკუსიის მონაწილეები

დისკუსიის მონაწილე შალვა ჯინჭარაძის აზრით, ილიას პუბლიცისტიკა ბოლო წლებში განსაკუთრებით აქტუალური იმის გამო გახდა, რომ მკითხველი მასში საკუთარ თავს ცნობს:

„ილიას ნაწერებში, როგორც სარკეში, საკუთარ თავს ვხედავთ და ყველაფერს პრაქტიკულად ვგრძნობთ, განვიცდით ყოველ სიტყვას და ამ პროცესში ვართ ამჟამად“.

ქუთაისში გამართული დისკუსია თემაზე ილია XXIსაუკუნეში თითქმის სამი საათი გაგრძელდა და, შეხვედრის მონაწილეთა აზრით, იგი ერთგვარი დასაწყისია ილიას, როგორც საზოგადო მოღვაწის, მისი პუბლიცისტური წერილებისა და საგაზეთო პუბლიკაციების შესახებ ფართო დისკუსიისა.

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG