Accessibility links

ბრიტანეთის პოლიცია განაგრძობს ეჭვმიტანილების ძებნას


თვითმკვლელი მოიერიშის თანამზრახველების ძებნის ოპერაციაშია დიდ ბრიტანეთში

23 მაისის საღამოს ბრიტანეთის ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ მანჩესტერში მომხდარი აფეთქების მომწყობის, თვითმკვლელი მოიერიშის თანამზრახველების ძებნის ოპერაციაში არმიაც მიიღებს მონაწილეობას, მათივე განცხადებით, „გარდაუვალი“ საფრთხის თავიდან აცილების მიზნით.

მანჩესტერის ერთ-ერთ საკონცერტო დარბაზში 22 მაისის საღამოს მომხდარი აფეთქების შედეგად დაიღუპა - 22 და დაიჭრა - 59 ადამიანი. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ტერეზა მეის განცხადებით, შესაძლებელია აფეთქებასთან კავშირი ჰქონდეს უფრო ფართო ჯგუფს, რომლის სამიზნედ უმეტესად იქცნენ ამერიკელი პოპ-ვარსკვლავის, არიანა გრანდეს კონცერტზე მისული ახალგაზრდები.

კონცერტის დასრულების შემდეგ მომხდარი აფეთქების გამო, ხელისუფლებამ გააძლიერა უსაფრთხოების ზომები და განაცხადა რომ ის საფრთხე „კრიტიკულ“ ზღვარს მიუახლოვდა: „შეიარაღებულ პოლიციელებს, რომლებიც საკვანძო მნიშვნელობის ადგილების დაცვისთვის არიან პასუხისმგებლები, ჩაანაცვლებენ შეიარაღებული ძალები, რაც პოლიციას საშუალებას მისცემს, მნიშვნელოვნად გაზარდოს სამხედროების რაოდენობა პატრულირების დროს. ასევე შესაძლებელია სამხედრო პირები განთავსდნენ გარკვეულ ღონისძიებებზე, როგორიცაა კონცერტები და სპორტული მატჩები“ – განაცხადა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა.

მანჩესტერის პოლიციის უფროსის, იან ჰოპკინსის განცხადებით, მანჩესტერში მომხდარი აფეთქების მომწყობია 22 წლის სალმან აბედი, რომელიც თავდასხმისას დაიღუპა. ტერეზა მეის ინფორმაციით, წარმოშობით ლიბიელი აბედი ბრიტანეთში დაიბადა და გაიზარდა. პოლიციას გაძლიერებული ჰქონდა ზომები მანჩესტერის ორ მთავარ ადგილზე, რომელთაგან ერთ-ერთზე მოხერხდა ბომბის გაუვნებელყოფა. ერთ-ერთ ადგილას დააკავეს 23 წლის მამაკაციც. მანჩესტერში მომხდარი აფეთქებისთვის პასუხისმგებლობა იკისრა ექსტრემისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG