Accessibility links

ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა მონაწილეობა მიიღო ერგნეთის შეხვედრაში


შეხვედრას ნახევარი საათით დაესწრო ეუთოს მორიგე თავმჯდომარე ქვეყნის, ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი, სებასტიან კურცი.

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონთან მოსაზღვრე სოფელ ერგნეთში მიმდინარეობს ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფების 74-ე შეხვედრა. რადიო თავისუფლების კროესპონდენტის ინფორმაციით, შეხვედრას ნახევარი საათით დაესწრო ეუთოს მორიგე თავმჯდომარე ქვეყნის, ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი, სებასტიან კურცი, რომელიც საქართველოს 2 თებერვალს, ღამით ესტუმრა. ჟურნალისტებთან საუბრისას სებასტიან კურცმა აღნიშნა, რომ ავსტრიის თავმჯდომარეობის პერიოდში ეუთოს პრიორიტეტებია ექსტრემიზმისა და რადიკალიზმის წინააღმდეგ ბრძოლა, ეუთოს წევრ ქვეყნებს შორის ურთიერთნდობის გაღრმავება, კონფლიქტების მშვიდობიანი გზებით მოგვარება და კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის დახმარება ადგილებზე კონკრეტული პროექტების განხორციელებით. სებასტიან კურცი ერგნეთიდან გაემგზავრა სოფელ შავშვებში, სადაც დევნილთა ერთ-ერთი კომპაქტური დასახლება მდებარეობს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG