Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეებს 2016 წლიდან ევროკავშირის ვიზა არ დასჭირდებათ


სააგენტო როიტერსი გერმანულ გაზეთ „ველტზე“ დაყრდნობით იტყობინება, რომ საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეები 2016 წლის შუიდან ევროპის კავშირში უვიზოდ მოგზაურობას შეძლებენ. „ველტს“ ევროკავშირის დიპლომატმა განუცხადა, რომ ევროკომისია 15 დეკემბერს საქართველოსა და უკრაინის წინსვლის შესახებ დადებითი ანგარიშით გზას გაუხსნის ორივე ქვეყნისთვის სავიზო ვალდებულების გაუქმებას. არ არის გარკვეული, როდიდან შევა ახალი წესი ძალაში, ივნისიდან თუ ივლისიდან. დაგეგმილია, რომ საქართველოს და უკრაინის მოქალაქეებს ნახევარი წლის განმავლობაში სამი თვით შეეძლებათ ევროპის კავშირის ქვეყნებში დარჩენა, მაგრამ ეს არ გულისხმობს მუშაობის უფლების მოპოვებას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG