Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

50 უმაღლესი ქულა და 30 ჩაჭრილი მოსწავლე


ახალციხის პირველი საჯარო სკოლის მოსწავლე ხატია ჭალიძემ ოთხივე საგანში 10 ქულა მიიღო. საატესტატო გამოცდებს ამავე სკოლაში 68 მოსწავლე აბარებდა. სკოლაში სულ 20-მდე უმაღლესი ქულა დაიწერა, 4 მოსწავლე კი ჩაიჭრა, ამბობს პირველი სკოლის დირექტორი ჟუჟუნა გოგოლაური.

50 უმაღლესი ქულა და 30 ჩაჭრილი მოსწავლე
please wait

No media source currently available

0:00 0:02:49 0:00
გადმოწერა

ახალციხის მეხუთე საჯარო სკოლაში საატესტატო გამოცდების ჩაბარებას 86 მოსწავლე ცდილობდა. სკოლაში წელს 10 უმაღლესი ქულა დაიწერა. თითქმის ამდენივე მოსწავლემ დაწესებული ზღვარი ვერ გადალახა. მეორე საჯარო სკოლის ქართულ და რუსულ სექტორზე საატესტატო გამოცდებს 19 მოსწავლე აბარებდა, აქედან 7-მა უმაღლესი ქულები მიიღო. ოთხი უმაღლესი ქულა და 12 ჩაჭრილი მოსწავლე ჰყავს მესამე სომხურ საჯარო სკოლას. სკოლაში საატესტატო გამოცდებს 60 მოსწავლე აბარებდა, ამბობს მესამე სკოლის დირექტორი სუსანა აკოფოვა.

ახალციხის სკოლებში ძალიან დაბალი მაჩვენებლები სხვადასხვა ფაქტორითაა გამოწვეულიო, გვეუბნება ნინო ლომიძე. „ვორლდ ვიჟენ - საქართველოს“ ახალციხის ოფისი მოსწავლეთა არაფორმალური განათლების ხელშეწყობის მიზნით ახალციხესა და ადიგენის მუნიციპალიტეტებში მუშაობს.

ახალციხის ხუთ საჯარო სკოლაში წელს გამოცდაზე დამამთავრებელი კლასის 259 მოსწავლე გავიდა. მათგან 50-მდე მოსწავლემ უმაღლესი ქულები დაიმსახურა, 30-მდე კი ჩაიჭრა. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით საატესტატო გამოცდებზე მინიმალური ზღვარი 11 ათასამდე მოსწავლემ ვერ გადალახა. მათ ატესტატის ასაღებად გამოცდების ჩაბარება მომავალ წელს მოუწევთ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG