Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისი გენერალური გეგმის მოლოდინში


5 თებერვალს დედაქალაქის საკრებულოში, ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" ინიციატივით, დედაქალაქის მიწათსარგებლობის გეგმის განხილვა შედგა. მიუხედავად მოწვევისა, სხდომას არც უმრავლესობის წევრები დასწრებიან და არც თბილისის მერიის სხვადასხვა სამსახურის წარმომადგენლები. თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მუშაობა 2015 წელს დაიწყო კომპანიამ „სითი ინსტიტუტი საქართველო“. გეგმა 2017 წლის მაისში უნდა დამტკიცებულიყო. დედაქალაქის მერიამ გეგმაში ხარვეზები აღმოაჩინა და პროცესში საერთაშორისო ინსტიტუტებისა და ექსპერტების ჩართვა მოითხოვა. „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ გეგმა არ შეიცავს ისეთი ტიპის ხარვეზებს, რომლებიც ხანგრძლივ დისკუსიას საჭიროებს. მათი ვარაუდით, გეგმა თებერვლის ბოლოს დამტკიცდება.

  • 16x9 Image

    ნინო თარხნიშვილი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2009 წლიდან. მუშაობს ჯანდაცვის, ადამიანის უფლებების, განათლების, უმცირესობებისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. 

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG