Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართველმა პარაძიუდოისტმა ზვიად გოგოჭურმა ოქროს მედალი მოიპოვა


რიოს პარალიმპიადაზე, 90 წონით კატეგორიაში ქართველი პარაძიუდოისტი ზვიად გოგოჭური ოქროს მედლის მფლობელი გახდა. მან ფინალში უკრაინელი ალექსანდრ ნაზარენკო დაამარცხა. გოგოჭურმა ასპარეზობა მეოთხედფინალიდან დაიწყო და პირველ შეხვედრაში არგენტინელ ხორხე ლენსინასთან იპონით გაიმარჯვა. გოგოჭურმა იპონით იმარჯვა ნახევარფინალშიც, სადაც მისი მეტოქე ამერიკელი დარტანიონ კროკეტი იყო. გოგოჭურმა პარალიმპიადების ისტორიაში პირველი მედალი მოუპოვა საქართველოს.

XS
SM
MD
LG