Accessibility links

გუბერნატორების როტაცია


გორის მუნიციპალიტეტი

შიდა ქართლის გუბერნატორი კახაბერ სამხარაძე სამუშაოდ სამცხე-ჯავახეთის რეგიონში გადადის, სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი აკაკი მაჭუტაძე კი შიდა ქართლში განაგრძობს საქმიანობას. ეს ინფორმაცია გორში, უკვე თვეზე მეტია, ვრცელდება, მაგრამ საბოლოოდ მხოლოდ ამ დღეებში დადასტურდა. კახაბერ სამხარაძემ არ უარყო, რომ მისი გადაყვანის შესახებ ცენტრალურმა ხელისუფლებამ გადაწყვეტილება უკვე მიიღო.

კახაბერ სამხარაძე შიდა ქართლის გუბერნატორად ერთი წლის განმავლობაში მუშაობდა. წინამორბედის მსგავსად, დიდი აქტივობით არ გამოირჩეოდა, მისი სახელი კი რამდენიმე ხმაურიან შემთხვევას დაუკავშირდა. მაგალითად, კასპის საკრებულოს წინა მოწვევის შემადგენლობიდან ოპოზიციამ იგი თვითმმართველობის საქმეებში ჩარევის გამო მკაცრად გააკრიტიკა და მისი გადადგომა მოითხოვა.

გუბერნატორების როტაციას შეფასებას აძლევენ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებიც. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ბექა ქორჩილავას აზრით, ამ გადაადგილებით არაფერი შეიცვლება, რადგან არც სამხარაძეა საქმეზე ორიენტირებული მოხელე და არც მაჭუტაძე.

დიდ ცვლილებებს არც პარტია „ქართულ ოცნებაში“ ელოდებიან. გორის საკრებულოს წევრი პარტია „ქართული ოცნებიდან“ მიხეილ გოგინაშვილი მიიჩნევს, რომ ეს არის მხოლოდ ტექნიკური გადაადგილება და დაწყებული პროექტები უპრობლემოდ გაგრძელდება.

კახაბერ სამხარაძე შიდა ქართლის გუბერნატორად ერთი წლის განმავლობაში მუშაობდა. წინამორბედის მსგავსად, დიდი აქტივობით არ გამოირჩეოდა, მისი სახელი კი რამდენიმე ხმაურიან შემთხვევას დაუკავშირდა. მაგალითად, კასპის საკრებულოს წინა მოწვევის შემადგენლობიდან ოპოზიციამ იგი თვითმმართველობის საქმეებში ჩარევის გამო მკაცრად გააკრიტიკა და მისი გადადგომა მოითხოვა. გარდა ამისა, გუბერნატორს ადგილობრივი მედიის წარმომადგენლები მუდმივად აკრიტიკებდნენ საბიუჯეტო თანხების უყაირათოდ ხარჯვასა და საშტატო ნუსხის გაზრდაში. ოპოზიცია კი, საერთოდ, გუბერნატორის ინსტიტუტის გაუქმების მოთხოვნით გამოვიდა.

შიდა ქართლში აკაკი მაჭუტაძის ჩამოსვლას უკვე ელოდებიან. მის შესახებ ის არის ცნობილი, რომ სამცხე -ჯავახეთში 2013 წლის ბოლოს დაინიშნა. სახელმწიფო უშიშროების აკადემიის დასრულების შემდეგ ის ძირითადად ძალოვან უწყებებში მუშაობდა, გუბერნატორად დანიშვნამდე კი სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური სამმართველოს უფროსი იყო.

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG