შეტაკება პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის ჰამბურგში
6 ივლისს ჰამბურგში დიდი ოცეულის მსოფლიო ლიდერთა სამიტის წინ შეტაკება მოხდა პოლიციასა და ანტიკაპიტალისტთა საპროტესტო აქციის მონაწილეთა შორის. უსაფრთხოების სამსახურებმა წყლის ჭავლი და პილპილის ხსნარი გამოიყენეს აქციის მონაწილეთა დასაშლელად, რომელთაგან ზოდი ისროდა ბოთლებს, ამსხვრევდა ფანჯრებს და ცეცხლს უკიდებდა მანქანებს. დაშავებულია დაახლოებით 75 პოლიციელი, ასევე რამდენიმე დემონსტრანტი. მარშის ავანგარდში იყო შავებში ჩაცმული ანარქისტული ჯგუფი, რომლის წევრებსაც ხელში ეჭირათ პლაკატი „კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჯოჯოხეთში“. ზოგიერთი წყაროს მიხედვით, დემონსტრანტთა რაოდენობა 13,000-ს აღწევდა, თუმცა უფრო დიდ დემონსტრაციებს ელოდებიან, როცა 7 ივლისს, დიდი ოცეულის ლიდერები სამიტისთვის შეიკრიბებიან.
ეპიზოდები
-
აპრილი 17, 2024
აქციაზე დევნის ქრონიკა
-
აპრილი 16, 2024
„არა რუსულ კანონს!“ - დრონით გადაღებული საპროტესტო აქცია
-
აპრილი 11, 2024
რას გვიყვება უძველესი მცენარის მტვრის მარცვალი?
-
აპრილი 10, 2024
შვილი: სანდრო თაქთაქიშვილი
-
აპრილი 01, 2024
ომისთვის გაწვრთნილები
დაწერეთ კომენტარი