Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰამბურგში დაიწყო დონალდ ტრამპისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრა


ვლადიმირ პუტინი, დონალდ ტრამპი
ვლადიმირ პუტინი, დონალდ ტრამპი

აშშ-ის და რუსეთის პრეზიდენტებმა დონალდ ტრამპმა და ვლადიმირ პუტინმა დაიწყეს პირისპირ შეხვედრა ჰამბურგში, სადაც 7 ივლისს დიდი ოცეულის ჯგუფში შემავალი ქვეყნების სამიტიც მიმდინარეობს.

ორმხრივი შეხვედრის დაწყებამდე დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ პუტინთან შეხვედრა მისთვის პატივია და ამ შეხვედრისგან იგი მოელის ძალიან ბევრ პოზიტივს მოსკოვისა და ვაშინგტონისთვის.

„რუსეთის პრეზიდენტი და მე მრავალ საკითხის განვიხილავთ, რაც ვფიქრობ ძალიან კარგია. ჩვენ რამდენჯერმე გვქონდა ძალიან, ძალიან კარგი საუბარი. ამჯერადაც ვაპირებთ მოლაპარაკებას, რაც, უეჭველად გაგრძელდება. ჩვენ მოველით, რომ ბევრ პოზიტიური რამ მოხდება რუსეთის, აშშ-ისა და ყველა დაინტერესებული ქვეყნისათვის. ჩემთვის დიდი პატივია თქვენთან შეხვედრა“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ არსებობს რამდენიმე სფერო, სადაც შესაძლებელია მოსკოვთან საერთო ენის გამონახვა, მაგალითად, ისეთი პრობლემების გარშემო, როგორიცაა სირიაში მიმდინარე გაჭიანურებული სამოქალაქო ომი, უკრაინის მოუგვარებელი კონფლიქტი, ჰაკერული თავდასხმები, ჩრდილოეთ კორეის მიერ ბალისტიკური რაკეტების გამოცდა და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG