Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰამბურგში გაიმართა დონალდ ტრამპისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრა


ვლადიმირ პუტინი, დონალდ ტრამპი
ვლადიმირ პუტინი, დონალდ ტრამპი

ჰამბურგში, დიდი ოცეულის სამიტის კულუარებში გაიმართა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის შეხვედრა, რომელიც დაგეგმილი 35 წუთის ნაცვლად ორ საათზე დიდხანს გაგრძელდა.

შეხვედრამდე ჟურნალისტებისთვის გაკეთებულ მოკლე განცხადებებში ტრამპმა განაცხადა, რომ მოუთმენლად ელოდა "ბევრ ძალიან პოზიტიურ რამეს" მოსკოვისთვის და ვაშინგტონისთვის. ტრამპმა "პატივი" უწოდა რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრას, პუტინმა კი განაცხადა, რომ "მოხარულია" ამერიკის პრეზიდენტთან შეხვედრით.

„რუსეთის პრეზიდენტი და მე მრავალ საკითხის განვიხილავთ, რაც ვფიქრობ ძალიან კარგია. ჩვენ რამდენჯერმე გვქონდა ძალიან, ძალიან კარგი საუბარი. ამჯერადაც ვაპირებთ მოლაპარაკებას, რაც, უეჭველად გაგრძელდება. ჩვენ მოველით, რომ ბევრ პოზიტიური რამ მოხდება რუსეთის, აშშ-ისა და ყველა დაინტერესებული ქვეყნისათვის. ჩემთვის დიდი პატივია თქვენთან შეხვედრა“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ არსებობს რამდენიმე სფერო, სადაც შესაძლებელია მოსკოვთან საერთო ენის გამონახვა, მაგალითად, ისეთი პრობლემების გარშემო, როგორიცაა სირიაში მიმდინარე გაჭიანურებული სამოქალაქო ომი, უკრაინის მოუგვარებელი კონფლიქტი, ჰაკერული თავდასხმები, ჩრდილოეთ კორეის მიერ ბალისტიკური რაკეტების გამოცდა და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა.

XS
SM
MD
LG